"წერილის შემოქმედია ადამიანი, რომელსაც ფულს უხდიან" - კახა კუჭავა კონგრესმენზე
პოლიტიკა - 20:00, 30 Jul, 2020     1206

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა კონგრესმენების წერილს, სადაც ივანიშვილი რუს ოლიგარქადაა მოხსენიებული, ეხმაურება და აცხადებს, რომ წერილის ხელმომწერს ფულს უხდიან.
კუჭავამ ასევე პრემიერ-მინისტრისა და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წერილი დაიწერა მანამ, სანამ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერის სატელეფონო საუბარი შედგებოდა.
"წერილის მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ცნობილია, როგორც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ფრონტერას მხრიდან და მას ოფიციალურად ფულს უხდიან" - განაცხადა კუჭავამ რუსთავი 2-ის ეთერში.

„მადლობას გიხდით თქვენი წინამძღოლობისა და ურყევი სახელმწიფოებრივი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და კორუფციის ფაქტების გამო.
როგორც იცით, მას შემდეგ რაც საქართველომ 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა , ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა ეკონომიკის განვითარებისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მიმართულებით, რათა უზრუნველეყო უდიდესი ხელმისაწვდომობა საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან, გაეღრმავებინა თავდაცვითი ურთიერთობები და ჩამოეყალიბებინა თავისუფალი, სამართიანი საარჩევნო გარემო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისმა პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყანა უკან იხევს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მოახდინოს კერძო სექტორში სიტუაციის გაუარესების მონიტორინგი, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილებულია ამერიკულ კომპანიებზე, აგრეთვე უნდა მოხდეს მონიტორინგი საქართველოს მთავრობის ვალდებულებებზე დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით, რათა ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი." - ნათქვამია კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42