გიგლა მიქაუტაძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება
პოლიტიკა - 18:15, 30 Jul, 2020     1152

„ლელო საქართველოსთვის" ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას ეხმაურება.

დამოუკიდებელი სარჩელი საერთაშორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში უკვე შეტანილია. ანაკლიის კორსორციუმი დარღვეული უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტისა და მისი ინვესტორის მხარდაჭერის არარსებობის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის დანაკარგი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიისა, რომ ძირი გამოეთხარა ანაკლიის პროექტისთვის.

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება, რომელსაც „ქართული ოცნების" მთავრობა ასრულებს.

„ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" პრინციპულად არ სურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება. ეს არის გარე ძალებისგან მიღებული დავალება, რომელსაც „ქართული ოცნების" მთავრობა ასრულებს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი თავის მომავალზე უარს არ იტყვის. მთავრობამ და მისმა სტრუქტურებმა, რომელიც წესით პოლიტიზებული არ უნდა იყოს, საუბარია პროკურატურასა და სხვა ძალოვან უწყებებზე, ხელი შეუშალეს იმას, რომ კონსორციუმს მოეზიდა ფული. ხელის მოწერიდან რამდენიმე კვირით ადრე აბსურდული ბრალდებით, ფულის გათეთრებაზე ინვესტორების წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება. ამ პირობებში ვადის გაგრძელებაზე საუბარი შეუძლებელია და ვიმედოვნებ, ამ საკითხს არბიტრაჟი გაითვალისწინებს," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42