Nasa-ს გათვლებით, რაკეტა წითელი პლანეტის ორბიტას 2021 წლის 18 თებერვალს მიაღწევს, ხოლო საკვლევი აპარატი დედამიწაზე 2031 წელს დაბრუნდება.
მარსმავალი 7 სამეცნიერო ხელსაწყოს გარდა აღწურვულია ვერტმფრენით, რომელიც პირველად მსოფლიოს ისტორიაში სხვა პლანეტაზე განახორციელებს სადაზვერვო ფრენებს. Perseverance-ის მთავარი ამოცანა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენა იქნება. ამასთან, ის მარსის ზედაპირის ნიმუშებსაც აკრეფს.
არის კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც საკვლევმა აპარატმა უნდა შეასრულოს - Perseverance-ი მარსზე დააბრუნებს მცირე ზომის მეტეორიტს, პატარა ქვას, რომელიც დედამიწაზე სწორედ მარსიდან მოხვდა. მეტეორიტი სახელად "Sayh al Uhaymir 008" ომანში 1999 წელს აღმოაჩინეს, 450 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა, ხოლო დაახლოებით 600-700 ათასი წლის წინ, კომეტის ან ასტეროიდის დაცემს შედეგად მოწყდა მშობლიურ პლანეტას და დედამიწისკენ გამოიტყორცნა.
ეს მომცრო ზომის ქვა მეცნიერების მიერ კარგად არის შესწავლილი და ის დაეხმარება Perseverance-ზე მოთავსებულ აპარატურას ზუსტი კალიბრირებისთვის. მას დროდადრო აპარატი "შერლოკი" (SHERLOC) დაასკანირებს და აპარატურას დაარეგულირებს.


მასალის გამოყენების პირობები






