„ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მთავარია სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება“, - თქვა პრემიერმა.
უმწვავეს წერილში კი კონგრესმენები წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს.
„ამერიკული პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანია. მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან ჯო ვილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც აღნიშნა წარმატებები საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში.
იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და შიდა სფეროებში არ ჩავერევი. სულ რამოდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და უაღრესად მომავალზე ორიენტირებული, რომლის ძირითად აქცენტები იყო, თუ რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის შემდგომი განვითარების და მატ შორის ბიზნესის და ეკონომიკის სფეროებშიც. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ღირსეულ და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში. როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელები, თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს. ეს უნდა გვიხაროდეს", - ამბობს გახარია.
მასალის გამოყენების პირობები






