ბადრი ჯაფარიძე - ივანიშვილი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
პოლიტიკა - 12:02, 30 Jul, 2020     915
„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს რეგიონული ტურიდან ეხმაურება, რომელიც მათ მაიკ პომპეოს მისწერეს და შეშფოთება გამოთქვეს მისი ლოიალური დამოკიდებულებისადმი საქართველოს მთავრობის მიმართ.პომპეოსადმი გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო წუხილს გამოთქვამენ. კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ საქართველო, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკან-უკან წავიდა.„ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ექვსი კონგრესმენის წერილი არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი რეალურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ხაზს უსვამენ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციები განდევნას.„ დღევანდელი ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ ინტერესებს, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს, როდესაც ის სდევნის ქვეყნიდან ამერიკულ ინვესტიციებს, როდესაც ის სდევნის ოპონენტებს და ამისთვის იყენებს ტიპიურ ოლიგარქიულ მეთოდებს. ეს ოქტომბერში უნდა დასრულდეს. კონგრესმენების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიმართულია საქართველოს ინტერესების და ამერიკულ-ქართული ინტერესების წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, იდევნება აშშ-ს ინტერესები შავი ზღვიდან და ჩერდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოხატული წუხილი არის იმისკენ მიმართული რომ საქართველოში აღარ გაგრძელდეს რუსი ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ოქტომბერში“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.წერილში კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება მანიპულირდება რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც ცდილობს, ქვეყნიდან გაიყვანოს ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც ქართულ-ამერიკულ ეკონომიკაში კონტრიბუცია შეჰქონდათ დეკადების განმავლობაში. ეს ყოველივე კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების სასარგებლოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42