"რურუას განაჩენი ხელისუფლებამ გამოუტანა იმის გამო, რომ "ოცნების" ოპონენტი იყო" – დიმიტრი საძაგლიშვილი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
პოლიტიკა - 11:58, 30 Jul, 2020     1042

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით მიუსაჯა. „მტავარი არხის“ მეწილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„გასაჩივრებას ბუნებრივია ვაპირებთ, არა იმიტომ რომ სააპელაციო სასამართლოს იმედი გვაქვს და გვგონია, რომ იქ დაგვხვდება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მოსამართლეები, არამედ იმიტომ რომ ჩვენი, ანუ დაცვის მხარის ვალდებულებაა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის, რა პრინციპებისა და რა ღირსების მოსამართლეები დაგხვდებიან სააპელაციო ან უზენაეს სასამართლოებში. მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ალბათ ნახეთ, რომ თავად გიორგი რურუაც ღიმილით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით. სიმართლე გითხრათ მე მეგონა 5 წელს მიუსჯიდა მოსამართლე, აღმოჩნდა რომ 4 წელი მიუსაჯა, ამ ნაწილში იყო მოულოდნელი. საქმეში, არცერთ მუხლთან დაკავშირებით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მის დამშანავეობას დაადასტურებდა და პირიქით, უამრავი მტკიცებულება არსებობდა საქმეში, რომელიც ადასტურებდა პოლიციელების და პროკურორების დანაშაულებს, რა კანონიერებაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, რურუას წინააღმდეგ ეს გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა, იმის გამო, რომ იყო ქართული ოცნების ოპონენტი, იმის გამო, რომ არის მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი მონაწილე და მხარდამჭერი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42