ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის პატიმრობას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ "სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვს რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს და ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს". დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის და ქართველმა ხალხმა ეს რამდენიმე თვეში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით უნდა დაასრულოს.
"ბიძინა ივანიშვილს ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე. გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში, ვიდრე აქამდე გაატარა. იგი ნომბრიდან ზის, ოქტომბრის ბოლოს აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკური ხელისუფლება, ჩვენ შევქმნით ისეთ პოლიტიკურ გარემოს, სადაც აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და რურუა, რა თქმა უნდა, დატოვებს საპატიმრობს სულ რამდენიმე თვეში", - განაცხადა სამადაშვილმა სასამართლოს ეზოში.
მასალის გამოყენების პირობები






