კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს: "საქართველოში რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანა უკან იხევს. შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს"
პოლიტიკა - 00:10, 30 Jul, 2020     3272
ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ დემოკრატიული მმართველობის პრობლემებსა და კორუფციაზე.

„მადლობას გიხდით თქვენი წინამძღოლობისა და ურყევი სახელმწიფოებრივი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და კორუფციის ფაქტების გამო.

როგორც იცით, მას შემდეგ რაც საქართველომ 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა , ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა ეკონომიკის განვითარებისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მიმართულებით, რათა უზრუნველეყო უდიდესი ხელმისაწვდომობა საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან, გაეღრმავებინა თავდაცვითი ურთიერთობები და ჩამოეყალიბებინა თავისუფალი, სამართიანი საარჩევნო გარემო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისმა პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყანა უკან იხევს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მოახდინოს კერძო სექტორში სიტუაციის გაუარესების მონიტორინგი, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილებულია ამერიკულ კომპანიებზე, აგრეთვე უნდა მოხდეს მონიტორინგი საქართველოს მთავრობის ვალდებულებებზე დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით, რათა ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი." - აღნიშნავენ კონგრესმენები, რომლებიც სახელმწიფო მდივანს სთხოვენ აღნიშნული საკითხები გაითვალისინოს პრემიერ გახარიასთან შეხვედრის დროს.

"ძალიან გთხოვთ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასთან , განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს გაითვალისწინოთ ჩვენი შეშფოთებები კონკრეტულ საკითხებზე:

1) საქართველოს დღევანდელი მთავრობას, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობს, ზემოქმედებს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნიდან გააძევოს ის ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე უდიდესი წვლილი შეაქვთ ამერიკულ და ქართულ ეკონომიკაში. ეს ყოველივე კი ხორციელდება რუსული, ჩინური და ირანული კერძო ბიზნეს სექტორიდან მომდინარე ინვესტიციების სასარგებლოდ.

2) საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, კერძოდ:

ა) ამერიკული კომპანიების გაძევება გამიზნულად მოხდა შავი ზღვის პორტიდან, რის მიზანსაც საქართველოს რუსული და ჩინური გავლენებისგან იზოლირება წარმოადგენდა.

ბ) ამერიკული სანქციების არასრულფასოვნად გატარება რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, განსაკთრებით პორტთან დაკავშირებულ საქმიანობებთან და კერძო სექტორის ინვესტიციებთან მიმართებით.

3) აგრეთვე უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობისთვის.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროულ ყურადღებას საკითხისადმი და გთხოვთ, რომ თქვენ და თქვენმა გუნდმა ჩვენთან ერთად განიხილოდ ის ქმედებები, რომლებიც მომავალში იქნება მიღებული საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გასაძლიერებლად.“

აღნიშნულ წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი. დოკუმენტი 27 ივლისით თარიღდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42