შეხვედრაზე სალომე სამადაშვილი დამსწრეებს საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რა სააფრთხეები დგას ამ კუთხით ჩვენს წინაშე და ისიც, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამას გავუმკლავდეთ. თანამედროვე მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დგას ჰიბრიდული ომის საფრთხის წინაშე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.
მე წარმოვადგენდი საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში 2008 წელს, იმ დროს, როდესაც იყო ომი, ჩვენს ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმა მიმდინარეობდა. ამავე დროს, არანაკლებ მძიმე ბრძოლა იყო - დიპლომატიური და საინფორმაციო ომი, რუსეთის წინააღმდეგ.
დღეს უკვე ყველა საუბრობს საინფორმაციო თავდასხმაზე, ჰიბრიდულ ომზე, ტყუილებზე, რომელსაც რუსეთი ავრცელებს, მაგრამ 2008 წელს არავის ესმოდა, თუ როგორ იყენებს რუსეთი პროპაგანდას მოწინააღმდეგეების მიმართ და რა რთულია ამ ბრძოლაში შესვლა, მაგრამ ყველას აღიარებით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ შეძლო ამ დიპლომატიურ და საინფორმაციო ომში მტერთან გამკლავება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საინტერესო საუბრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა და ნიკა მელიამ ახალგაზრდებთან დისკუსია გამართეს და მათ მეტად საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
მასალის გამოყენების პირობები






