აქცია, რომელიც 22:00 საათზე გმირთა მოედანზე, არაბული და თურქული ბარების წინააღმდეგ დაიწყო, მსვლელობით გაგრძელდა და ინციდენტის გარეშე დასრულდა.
„ეროვნულმა ფრონტმა“ აქცია–მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან მარჯანიშვილის მოედნამდე გამართა. აქციის მსვლელობის დროს ყველა ღამის კლუბი დაკეტილი იყო.
აღმაშენებლის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე გამოტანილი რამდენიმე სარეკლამო აბრა დაამტვრიეს და ფეხით გადათელეს. ამის მიზეზი, მათი განმარტებით, არაბული წარწერები გახდა.
გმირთა მოედანზე აქციის ფარგლებში ბასილ მკალავიშვილი, რამდენიმე სხვა სასულიერო პირი და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც ხატების ფოტოასლები და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ ხელთ.
აქციას, დაწყებიდან დასრულებამდე, ათეულობით პოლიციელი ადევნებდა თვალს. ისინი აქციის მსვლელობაში არ ცარეულან, რადგან ინციდენტი არ მომხდარა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების უმოქმედობის შემთხვევაში, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






