სპორტის ყოფილ მინისტრთან გაფორმებული 3,7 მილიონიანი ხელშეკრულება - ხელისუფლება მილიონებს უხდის კომპანიას, რომლის 25%-ს რუსეთშია რეგისტრირებული
პოლიტიკა - 14:37, 29 Jul, 2020     2279
სპორტის ყოფილ მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის შპს იბერია ავტო ცენტრმა 2018 წლიდან 3 ტენდერში უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა და შსს-გან 3.7 მილიონი ლარი მიიღო - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.


არასამთავრობო ორგანიზაციამ გაარკვია, რომ შპს იბერია ავტო ცენტრს შპს იბერია ბიზნეს ცენტრი ფლობს, რომელმაც 2011 წლიდან 51 მილიონი ლარის ტენდერები აგრეთვე უკონკურენტოდ მოიგო.

როგორც ირკვევა, შპს იბერია ბიზნეს ცენტრს შპს აი ბი ჯი ფლობს, რომლის მეწილეებს შორის ისევ ტარიელ ხეჩიკაშვილი, მისი მეუღლე და რუსული კომპანია არიან.

ამასთან "ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, იბერია ავტო ცენტრმა მხოლოდ ოთხჯერ წააგო ტენდერი და აქედან ერთხელ ისევ ტარიელ ხეჩიკაშვნილის კუთვნილ სს ფრანს აუტოსთან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 - 2020 წლებში ავტომობილების ნაწილების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული სამი ტენდერი შპს იბერია ავტო ცენტრმა უკონკურენტო გარემოში მოიგო, რის შედეგადაც სამინისტრომ კომპანიასთან 3,703,500 ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, მათგან 2018 წელს - 3,357,200 ლარი, 2019 წელს - 124,800, 2020 წელს - 221 500 ლარი.


შპს იბერია ავტო ცენტრი( ს/კ 436031116) 2010 წელს დაარსდა და 100% მესაკუთრე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო. 2010 წლიდან დღემდე კომპანიის მესაკუთრეები რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის კომპანიამ რეორგანიზაცია განიცადა, თუმცა ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მეუღლე ირიბად კვლავ დაკავშირებულია შპს იბერია ავტო ცენტრთან.

მიმდინარე მონაცემებით საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ირკვევა, რომ შპს იბერია ავტო ცენტრის 100% მესაკუთრეა შპს იბერია ბიზნეს ჯგუფი (ს/კ 204975376). თავის მხრივ იბერია ბიზნეს ჯგუფის 100% მესაკუთრეა შპს აი-ბი-ჯი ჰოლდინგი (ს/კ402063217), ხოლო აი-ბი-ჯი ჰოლდინგის მესაკუთრეებს შორის არის ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ინასარიძე.

შპს აი-ბი-ჯი 2017 წელს დაარსდა და მისი 100% მესაკუთრე რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ფრეიტაკი იყო. კომპანიის დარსებიდან მალევე 2017 წელს კომპანიის 24% წილის მესაკუთრე გახდა ტარიელ ხეჩიკაშვილი. მიმდინარე მონაცემებით ტარიელ ხეჩიკაშვილის გარდა კომპანიას სხვა მესაკუთრეებიც ყავს, მათ შორის წილების 29.22% მესაკუთრეა მეუღლე ეკატერინე ინასარიძე. კომპანიის წილების 25% რუსეთის ფედერაციასთან არის დაკავშირებული, რადგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა სნეჟანა კოტოვა, რომელიც კომპანიის 5% წილის მესაკუთრეა, ხოლო 20% წილის მესაკუთრე კი სააქციო საზოგადოება რედი კეპიტალია, რომელიც ასევე რუსეთშია რეგისტრირებული.

კომპანიის დირექტორს დავით გოგორიშვილს ქართული ოცნებისთვის 2016-2017 წლებში 3000 ლარი აქვს შეწირული.

შპს იბერია ბიზნეს ცენტრი ტენდერში 2011 წლიდან მონაწილეობს და დღემდე 51,842,472 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

ამასთანავე კომპანას მოგებული აქვს 41 ტენდერი და ყველა ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო შედეგად ყველა ტენდერი უკონკურენტო გარემოში მოიგო. ხოლო 4 ტენდერში სადაც სხვა კომპანიებიც მონაწილეობდნენ ტენდერი წააგო, თუმცა აღსანიშნავია 2018 წლის ტენდერი რომელშიც იბერია ავტო ცენტრთან ერთად მონაწილეობას იღებდა სს ფრანს აუტო და ჰიუნდაი ავტო საქართველო. ტენდერში კი სს ფრანს ავტომ გაიმარჯვა, რომლის დამფუძნებელიც ასევე ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო. (იხ. ფლანგვის დეტექტორის კვლევა: http://sadplan.ge/.../mtavrobastan-dakavshirebulma-ss... )

წყაროები:

შსს შესყიდვები - https://info.police.ge/page?id=28
საჯარო რეესტრის დოკუმენტები https://bit.ly/3eJ9M48
2018 წელი ტენდერი - SPA180008086
სს ფრანს აუტო https://bit.ly/3jP8EiS"- აცხადებენ "ფლანგვის დეტექტორში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42