2018 წელს ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურება 55%-ით, ხოლო მოადგილის 68%-ით გაიზარდა
პოლიტიკა - 15:24, 28 Jul, 2020     1476
"სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2016-დან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით 654,936 ლარი მიიღო. აქედან 210 776 ლარი, თანამდობებრივი სარგოს თითქმის ნახევარი, ჟვანიას პრემია-დანამატების სახით აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ჯამური ანაზღაურება წლების მიხედვით განსხვავებულია.

მაგალითისთვის, 2016 წელს თამარ ჟვანიას წლიურმა ანაზღაურებამ 197,307 ლარი შეადგინა. აქედან ნახევარი (95 709 ლარი) ჟვანიას პრემია-დანამატების სახით აქვს მიღებული, რაც თანამდებობრივი სარგოს 95.2%- ია.

2018 წლის 1 იანვრიდან ჟვანიას თანამდებობრივი სარგო დარიცხული 5 500 ლარიდან 8 500 ლარამდე გაიზარდა (54,5%-იანი ზრდა). 2018 წელს ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 170 438 ლარი შეადგინა. ამ წელს ჟვანიას მიერ მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 21.9% შეადგინა (დანამატი - 14.6%, ჯილდო - 7.3%).

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცესკოს თავმდჯომარემ არაერთ თვეში მიიღო ერთდროულად დანამატიცა და პრემიაც, რაც „სამართლიანი არჩევნების" შეფასებით არასწორი პრაქტიკაა.

„2016-2017 წლებში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, როდესაც მოხდა დანამატისა და პრემიის ერთდროული გაცემა არასაარჩევნო თვეს. რაც შეეხება საარჩევნო თვეებს, თანამდებობის პირებისთვის დანამატი და პრემია ერთდროულად გაიცა 2016 წლის აგვისტოს თვეში და ცესკოს წევრებისთვის ნოემბრის თვეში, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ასევე მხოლოდ ცესკოს წევრებისთვის.

მსგავსი ფაქტები უარყოფით პრაქტიკას წარმოადგენს,ვინაიდან გაუგებარია რა გამორჩეულ საქმიანობას ასრულებს პირი,რომ ორივეს გაცემის მოთხოვნას აკმაყოფილებს, განსაკუთრებითარასაარჩევნო პერიოდში", - წერია ISFED-ის ანგარიშში.

ISFED-ის რეკომენდაციით, „საარჩევნო პერიოდში მიღებული გაორმაგებული თანამდებობრივისარგოს პარალელურად არ უნდა გაიცეს დანამატი, სასურველია განისაზღვროს დანამატის გაცემის პერიოდულობა და უნდა განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს მატების პროცენტულობა და პერიოდულობა როგორც კომისიის წევრებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42