NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს სჯერა, რომ 5G-ის ინტერნეტის ინფრასტრუქტურა კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
გამოკითხულთა 45 % აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 30% არ იცის. 16 % ამბობს, რომ არ სმენია 5G-ის შესახებ.
კვლევაში მოხვდა მოსახლეობის შეხედულებებზე დეზინფორმაციასა და კორონავირუსს შორის კავშირზე.
მოსახლეობის 35 % არ ფიქრობს, რომელიმე უცხო ქვეყანა კორონავირუსის შესახებ საქართველოში დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს. 29 % კი მიაჩნია, რომ უცხო ქვეყანა შეგნებულად დეზინფორმაციას ავრცელებს.

ფოტო: NDI
იმ მოქალაქეებიდან, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში უცხო ქვეყანა ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს, 33 % ამის წყაროდ რუსეთს ასახელებს. ამასთან, 36-მა % არ იცის რომელი ქვეყანაა დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გამავრცელებელი.

ფოტო: NDI
გამოიკითხა 1150 ადამიანი 26-30 ივნისს. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.
ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.
მასალის გამოყენების პირობები






