დეპუტატის შეფასებით, ეს არის გაფრთხილება საარჩევნო სისტემისა და სასამართლოს პოლიტიზებაზე გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომ აშშ ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების ჩატარებას არ მოითმენს.
"ეს არის ძალიან კარგი გზავნილი მთელი ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ აშშ არ მოითმენს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს ან გაყალბებული არჩევნები, იყოს ძალადობა ან სხვა ისეთი პრობლემები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნების დროს". – ამბობს კაპანაძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პოპმპეო Twitter-ს გვერდზე წერს.
"დღეს ვესაუბრე პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას @GakhariaGiorgi. ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ" - წერს პომპეო.
მასალის გამოყენების პირობები






