პარტია "რეფორმერის" წევრი, იურისტი გიორგი ავაზაშვილი: მერების გადადგომის ასეთი ფაქტები სახიფათო ტენდენციაა საპარლამენტო არჩევნების წინ
პოლიტიკა - 19:31, 27 Jul, 2020     1604

2020 წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა გადადგომებით ან მათი დაკავებების უწყვეტი ჯაჭვით. 9 მარტიდან 9 აპრილამდე 4 მუნიციპალიტეტის მერმა თქვა უარი დაკავებულ თანამდებობაზე, ამას მოყვა ქუთაისის, ონის მუნიციპალიტეტების, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, კასპის მუნიციპალიტეტის, ხარაგაულისა და ბათუმის მერების გადადგომა.

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა გადადგომების და დაკავებების სერიას საპარლამენტო არჩევნების წელს სახიფათო ტენდენციად მიიჩნევს: თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თვითმმართველობას და შესაბამისად არჩეულ მერს უზარმაზარი ფუნქცია აკისრია ქვეყნის განვითარების კუთხით, დავინახავთ თუ რამდენად შემაშფოთებელია საპარლამენტო არჩევნების წელს მერების გადადგომის უწყვეტი სერია - აცხადებენ "რეფორმერში"

როგორც პარტია "რეფორმერში" ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავენ, "გადადგომების ასეთი ფაქტები ნათლად მეტყველებს, რომ თავად მერებს არ აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული მათი თანამდებობის არსი. არ ესმით, რომ არჩევითი პოლიტიკური თანამდებობა ნიშნავს უზარმაზარ პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე. ასეთი გადადგომებით კი არაფრად აგდებენ ამომრჩევლისა და ქალაქის ინტერესებს. ამის მაგალითად საკმარისია, თუნდაც ბათუმის მერის გადადგომის ფაქტი. ის გადადგა 16 ივლისს, 15 ივლისს რომ გადამდგარიყო უკვე ოქტომბერში ბათუმს ახალი არჩეული მერი ეყოლებოდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 15 ივლისის შემდეგ გადამდგარი მერების არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე იმართება. 2021 წელი თვითმმართველობის არჩევნების წელია და ასეთ წელს მერის რიგგარეშე არჩევნები კანონის თანახმად ვერ ტარდება, ბათუმი წელიწადზე მეტი მისი მოსახლეობის მიერ არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე დარჩება.

პარტია "რეფორმერის" წევრის, იურისტ გიორგი ავაზაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ის ტენდენციაც, რომ საარჩევნო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანია არის მერების ჩასატარებელი. შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ადმინისტრაციული რესურსის დიდი ნაწილი მოდის რეგიონებზე. თვითმმართველობას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის არჩევნებში.

გიორგი ავაზაშვილი: "სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლებისთვის თვითმმართველობის ორგანოები წარმოადგენენ მხოლოდ ძლიერ საარჩევნო კამპანიის განხორციელების ბერკეტებს. ეს ფაქტი იმდენად აშკარაა, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში მერიები და საკრებულოები ასრულებენ საარჩევნო შტაბების ფუნქციას.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების უშუალო დაქვემდებარებაშია. ეს მნიშვნელოვნად აკნინებს თვითმმართველობის ფუნქციას. თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის დონე ხელისშემშლელი ფაქტორია ამ ინსტიტუტის ნორმალური და ეფექტური საქმიანობისთვის. ძლიერი თვითმმართველობის გარეშე კი შეუძლებელია განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ თვითმმართველობის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების უმრავლესობა, ყველა სოფლის რწმუნებული და ცენტრალური ხელისუფლება მიეკუთვნება ერთ პარტიას. ეს არის პირდაპირ ერთიანი პოლიტიკური ვერტიკალი. შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ვერავითარი საკანომდებლო შეზღუდვა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი შეფასებები და დასკვნები ვერ შეაჩერებს საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობა, არჩეული თანამდებობის პირთა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ამომრჩევლის წინაშე, მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ამიტომ, დროა გატარდეს რეალური და ეფექტური შედეგის მომტანი რეფორმები თვითმმართველობის კუთხით - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი, იურისტი გიორგი ავაზაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42