ენმ -ს ძლიერი პოზიციები აქვს რეგიონებში... პოლიტიკურ პოზიციებზე საუბარი უხერხულია - დეკანოიძე უგულავას პასუხობს
პოლიტიკა - 16:11, 27 Jul, 2020     1338
"ჩვენ წარვადგენთ იმ პოზიციას, რომელიც აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად"- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გიგი უგულავას განცხადებას.


დეკანოიძის თქმით, ახლა ქვეყანაში იმდენად რთული ვითარებაა, რომ პოლიტიკურ პოზიციებზე საუბარი უხერხულია.

"ენმ ყოველთვის ერთობის მომხრე იყო. გვახსოვს თბილისში მაჟორიტარული ოლქების დათმობა. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ოპოზიციას შორის შეთანხმება 2 მაჟორიტარულ ოლქში.

ასევე, ენმ - ს არასდროს დაუმალავს, რომ ჩვენ ძლიერი პოზიციები გვაქვს რეგიონებში მაგრამ ახლა ქვეყანაში გაჭირვებაა და ამაზე საუბარი უხერხულია.

ენმ ყველაფერს გააკეთებს, რომ ივანიშვილი დამარცხდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ევროპულ საქართველოს და არც სხვებს შეფერხება არ ჰქონიათ კომუნიკაციაში, ამიტომ ჩვენ გავაჟღერებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. გაუგებარია რატომ ხდება ჩვენი გადაწყვეტილების სხვა პარტიის მხრიდან გაჟღერება." - ამბობს "ნიუპოსტთან" დეკანოიძე.

"ევროპული საქართველო" პარტიებს რეგიონებში საერთო კანდიდატებზე შეთანმხებისკენ მოუწოდებს.

"ენმ რეგიონებში საკუთარ კანდიდატებს დააყენებს, სხვა პარტიებს მოგიწოდებთ შეთანხმებისკენ"- აცხადებს უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42