"ზოგიერთი ივანიშვილის სასარგებლოდ, ბრძოლის მიღმა იყენებს თავს" - ბაჩუკი ქარდავას გიორიგი ვაშაძის გასვლა გაერთიანებული ოპოზიციიდან არ გაკვირვებია
პოლიტიკა - 15:33, 27 Jul, 2020     1371
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავას, „ძალა ერთობაშიადან“ გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლა არ გაკვირვებია.

ქარდავას თქმით, ეს პოლიტიკოსები საერთო ოპოზიციური გადაწტყვეტილებებიდან რამდენიმე თვის წინ დისტანცირდნენ. ამასთან ედპ-ს ლიდერის შეფასებით, ვაშაძე-ჩარკვიანის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს:

"სიახლე ამაში არაფერია, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში, ისინი საერთო ოპოზიციური შეთანხმებების პროცესში დამოუკიდებლად დისტანცირებდნენ ოპოზიციური შეთანხმებებისგან. აშკარად ჩანდა, რომ ისინი დღეს თუ ხვალ მსგავსს გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. თავის დროზე, როცა "ძალა ერთობაშია" შეიქმნა და დაიწყო საუბარი ოპოზიციურ ერთობაზე, მისი ამოცანა იყო ერთი და ეს მიზანი დღესაც იგივეა - ბიძინა ივანიშვილის და მისი ოლიგარქიული მმართველობის დასრულება საქართველოში. ზოგი ამ ბრძოლის მიღმა იყენებს საკუთარ თავს. ჩემი აზრით კი დაქსაქსულობა და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობაა ამ ბრძოლაში გარეთ დადგომა. ხოლო ვინც ერთობაშია ის ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად და ეს რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. ერთი და ორი დიდი ან ვიწრო პარტიის ცალკეული გადაწყვეტილებები გავლენას ვერ იქონიებს"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

კითხვაზე "ითხოვდა თუ არა გიორგი ვაშაძე სიაში 10 ადგილს და გახდა თუ არა ეს დაპირისპირების მიზეზი" გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა:

"ამ კითხვას ძალიან მოკლედ გავცემ პასუხს - არანაირი თანამდებობბა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც კი არ ღირს არაფრად იმ იდეალებთან მიმართებაში, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით და ეს არის ქვეყნის საგარეო კურსის დაბრუნება პრორუსულიდან დასავლურ ვექტორზე, ქვეყნის საშინაო პოლიტიოკაში რეფორმების გაძლიერება და გაგრძელება. ეს არის დღევანდელი ხელისუფლებისა და ჩვენი გზაგასაყარი. ამ ადამიანებმა კი სხვაგვარი არჩევანი გააკეთეს და ეს მათი ნებაა.

სიები, პრემიერები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი წარმავალია და მთავარი მაინც იმ მიზნისთვის ბრძოლაა, რასაც საქართველოს ძლიერება ჰქვია"- დასძინა ქარდავამ.

მისივე თქმით, "ის რომ ვიღაცამ პრემიერობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად არასწორი იყო".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42