"ჩვენთვის მთავარი დღეს არანაირი თანამდებობები და სიები არაა, ჩვენი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა"- სამადაშვილი "ძალა ერთობაშიადან" გიორგი ვაშაძის გასვლას ეხმაურება
პოლიტიკა - 13:40, 27 Jul, 2020     1374
"ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს ამ ერთიანობას გამოეთიშოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვისაა დანაკარგი" - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი გაერთიანება "ძალა ერთობაშიადან" გიორგი ვაშაძის გასვლას.


"უნდა დაფიქრდნენ საკუთარი გადაწყვეტილებით ისინი ეხმარებიან თუ არა იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩება იმ ერთიანობაშ, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმება, ამ ერთიაბობაში ბევრი ახალი მოთამაშე შემოვა - არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ კონკრეტული და ძალიან საინტერესო ადამიანები. ამიტომ ვფიქრობ, ეს იმათი დანაკარგია, ვინც ამ ერთიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვფიქრობ, მიზეზი უმჯობესია ბატონ ვაშაძეს ჰკითხოთ, ჩვენთვის მთავარი დღეს არანაირი თანამდებობები და სიები არაა, ჩვენი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა.

ჩვენი მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაცვაა. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას საკუთარი დამფინანსებელი ჰყავს და როგორც ჩანს, მას საკუთარი ხედვები აქვს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ვაშაძის აქტიური მხარდამჭერი ბატონი ვანო ჩხარტიშვილია და ალბათ მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ.

შემიძლია გითხრათ, რომ ენმ, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, გაერთიანებულია საერთო იდეის გარშემო - ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ ყველანაირი დისკუსია იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა განცხადებები თანამდებობების გადანაწილებაზე და სიებზეა, მიგვაჩნია, უადგილოად"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42