მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის პროცესი მიმდინარეობს.
როკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მედიას განუცხადა, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.
„11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას. ამ პირების მიმართ, ისევე როგორ სხვა დანარჩენი პირების მიმართ, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ იყვნენ პატიმრობაში. არგუმენტები არის ის, რომ მიმალვის საფრთხეები არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და ასევე, მტკიცებულებების განადგურების რეალური საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს და ასე შემდეგ. უამრავი გარემოებაა, რომელიც საფუძველი გახდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს საფუძვლები არსებობს“,-განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






