დავით ზურაბიშვილმა ,,რესპუბლიკური პარტია" დატოვა
პოლიტიკა - 23:35, 26 Jul, 2020     2058

დავით ზურაბიშვილმა ,,რესპუბლიკური პარტია" დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა. ზურაბიშვილი პარტიიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში საკუთარ თავსა და ადგილს ვერსად ხედავს.

,,გაცნობებთ, რომ ხანგრძლივი ფიქრის, განსჯის და შინაგანი ბრძოლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას და, შესაბამისად, დავტოვო რესპუბლიკური პარტია. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია და საქმის კურსშია.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დაწვრილებით ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს არ ვაპირებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი მე 2007 წელს გავხდი და შეიძლება ითქვას, რომ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამ პარტიაში შევდექი. ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ პარტიასთან, მის ახლანდელ თუ ძველ წევრებთან და მადლობის გარდა მათ მიმართ არაფერი მეთქმის, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია მარადიული მზისა ქვეშე.

შეგნებულად არ ვხმარობ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა “პოლიტიკიდან წასვლა”, რადგან მართალია აღარ ვარ დღეიდან პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვრჩები ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად. მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არა აქვს წინსვლის და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით. ამის თაობაზე და საერთოდ მიმდინარე პროცესებზე ვაპირებ ინდივიდუალურ რეჟიმში გამოვთქვა და დავწერო ხოლმე ჩემი სუბიექტური მოსაზრებები, როგორც დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა. ამ მხრივ პასიური ნამდვილად არ ვიქნები და ყველას ვთხოვ, თუ რაიმე არ მოეწონებათ ჩემს აზრებში, პარტიას ნუღარ დაუწყებენ გინებას, შეუძლიათ პირდაპირ პერსონაზე გადმოვიდნენ.

სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა.

P. S. კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ტყუილად არავინ მკითხოთ. რაც აქ მიწერია, იმაზე მეტს მაინც ვერაფერს ვიტყვი", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42