უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ნასიძემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება. მაგრამ ჯერ ამისთვის მშობლებმა უნდა ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარულით ცხოვრება. შურისძიება, ღვარძლი, სამაგიეროს გადახდა არის საშინელება.
დღეს, როცა ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მისი მშობელი დედა და ბებია დაიჩოქა გარდაცვალებული შვილის წინაშე და თქვა: შეუნდე უფალო ჩემი შვილის მკვლელსო. ეს დიდი სულიერებაა.
ქრისტეს სიყვარულით გაზრდილი შვილები არასდროს გაიმეტებენ სხვის სიცოცხლეს. ქრისტეს სიყვარულია ყველაზე უმთავრესი. როცა ქრისტეს სიყვარულით მოქმედებ, ცხოვრობ და ზრდი შვილებს, ე.ი. სწორი გზით მიდიხარ და ცხონების გზას ადგიხარ. უფალმა გაგვაძლიეროს, შეგვაძლებინოს სწორად ცხოვრება. ღმერთმა შეგვინდოს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - განაცხადა ილია ნასიძემ.
მასალის გამოყენების პირობები