პარტია "რეფორმერის" გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში
პოლიტიკა - 18:11, 25 Jul, 2020     2034
25 ივლისს სასტუმრო რუმსში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ფორუმ-დისკუსია , რომლის მიზანიც COVID 19 -ის ფონზე ქალთა წინაშე არსებული გამოწვევები და ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალთა როლის გაძლიერებაა.


COVID 19 -ის პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა მთელი მსოფლიო შეცვალა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ქალთა უფლებების მხრივ საქართველოში ბევრი პრობლემაა, რომელთა სიმწვავე განსაკუთრებით გამოჩნდა კორონაპანდემიის პერიოდში.

ფორუმში მონაწილებდნენ როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ლიბერალური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, და კერძო სექტორში დასაქმებული ქალები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ქალების ინტეგრაციაში ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტია "რეფორმერის" წევრები ანი ჯაფარიძე, მაია კუკავა, ელენე ბიბილეიშვილი, ნანა ბერულავა. "რეფორმერის" საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა და ქალთა როლის გაძლიერება, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე ქვეყნის განვითარების მიზნით.

როგორც პარტია "რეფორმერის" გენერალურმა მდივანმა ანი ჯაფარიძემ განაცხადა, "ძალიან დასაფასებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების ჩართულობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები, რაც ხელს უწყობს ქალების ინტეგრაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ყოველთვის გამოირჩევა პოლიტიკაში და საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების მხრივ.

სამწუხაროდ, საქართველოში ქალთა უფლებები არ არის ბოლომდე დაცული. ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა გვაქვს. არსებობს სოციალური თუ კულტურული ბარიერები, რომელიც ხელს უშლის ქალებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, როგორიცაა ძალადობა ოჯახის მხრიდან, ადრეული ქორწინება და სხვა. "რეფორმერის" ხედვით, ამ პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების რეფორმის ჩატარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

ანი ჯაფარიძე: ფორუმზე გამომსვლელმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს აქამდე გაცხადებული პოზიციები ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია გატარდეს განათლების რეფორმა, შეიქმნას ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემო, რაც განსაზღვრავს ქალის რეალურ დამკვიდრებას და რეალიზებას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში და არა კანონების მიღება. აუცილებელია ძირეული ცვლილებები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მეტი ქალის ჩართულობა და გააქტიურება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე " - აცხადებს "რეფორმერის" გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42