ბადრი ჯაფარიძე - ეს იქნება დიდი ბრძოლა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გამოვიყვანოთ მწვავე ეკონომიკური კრიზისიდან
პოლიტიკა - 17:01, 25 Jul, 2020     1678

"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

" ეს იქნება დიდი ბრძოლა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გამოვიყვანოთ მწვავე კრიზისიდან, საქართველოს რადიკალური და დინამიური განახლებისთვის. ამის შესახებ დღეს ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც "ლელო საქართველოსთვის" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ადგილი, საიდანაც დაიწყება ქვეყნის ეკონომიკური ცვლილებები და მოქალაქეების კეთილდღეობა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ მე, ბადრი ჯაფარიძე, მონაწილეობას მივიღებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან. ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, საიდანაც დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები. საბურთალოს მაცხოვრებლები, ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, ისინი ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც იზრუნებს არა მხოლოდ საბურთალოს მოსახლეობაზე, არამედ აქტიურად ჩაერთვება მთელი ქვეყნის პრობლემების გადაჭრის პროცესში".

„30 წლის წინ, როდესაც ხალხის მხარდაჭერით მოვედი პოლიტიკაში, მაშინ შევძელით კომუნისტური სისტემის დამარცხება. სამწუხაროდ, შემდეგ სამოქალაქო ომმა ქვეყანა დაქცევის პირას მიიყვანა. ეს პროცესი მწვავედ მივიღე და მაშინ გადავწყვიტე, ამ ყველაფრის შესაცვლელად, სხვა პლატფორმიდან მებრძოლა" - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.


"დღეს საბურთალოს მოსახლეობა ეჯახება იმ პრობლემებს, რომელიც, სამწუხაროდ, მთელს ქვეყანაშია. მინდა გითხრათ, თითოეული მოქალაქის ტკივილი იქნება ჩემი ტკივილი, თითოეული მოქალაქის გაჭირვება იქნება ჩემი საზრუნავი, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართულ პოლიტიკაში შემოვიტანოთ ახალი სტანდარტი - როდესაც პოლიტიკა ემსახურება ადამიანებს და არა პოლიტიკოსებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთი არ გავარჩიოთ პოლიტიკური პარტიების მიხედვით, არამედ გავერთიანდეთ. ჩემი მიზანი იქნება, რომ ეს გაერთიანება შევძლოთ და ამით მაგალითი მივცეთ მთელ ქვეყანას, რომ დავდგეთ შუღლზე და დაპირისპირებაზე მაღლა. გაჭირვების მიუხედავად, ადამიანებს იმედი უნდა დავუბრუნოთ, რომელიც დღევანდელმა პოლიტიკოსებმა დააკარგვინეს. ჩემი მიზანი იქნება, მივიდე თითოეულ მოქალაქესთან, მოვისმინო მათი პრობლემები და გადაწყვეტის გზაზე მათთან ერთად ვიმსჯელო,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42