"ქართული ოცნების“ „საჩუქრები“ საქართველოს მოსახლეობისთვის გრძელდება - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 15:39, 25 Jul, 2020     1857
„ქართული ოცნების“ „საჩუქრები“ საქართველოს მოსახლეობისთვის გრძელდება - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:


"1.რატომ გაცოცხლდა და როგორ აღმოჩნდა კერძო ფინანსური კომპანიების ხელში 2018 წელს ე.წ. განულებული სესხები?!

საუბარია 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა დაპირებაზე, როდესაც „ოცნებას“ მოსახლეობისთვის ვალები უნდა ჩამოეწერა, (დაახლოებით მილიარდნახევარ ლარის სესხი, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე ათეულ მილიონად შეიძინა) მაგრამ იმ ფინანსურმა კომპანიებმა, რომლებმაც ეს ვალები იყიდეს, დღეს მოსახლეობას ატერორებენ.

ანუ, თუ ამ ვალების ჩამოწერა რეალურად მოხდა, როგორ აღმოჩნდა ეს ვალები ამ ამომღებ კომპანიებთან?!

2. 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ბანკებმა ადამიანებისგან და ეკონომიკიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარი ამოიღეს. აქიდან 127 მილიონი წმინდა მოგებაა.

ანუ, მაშინ, როდესაც ხელისუფლება შემოსავლების გარეშე დარჩენილ ადამიანებს, სესხების კაპიტალიზაციის გარეშე გადავადებას ჰპირდებოდა, სტატისტიკამ აბსოლუტურად სხვა ციფრები გვაჩვენა - ივნისის თვეში ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდან, ჩვენი ეკონომიკიდან ამოღებულია დაახლოებით 375, 327 მილიონის ლარის ოდენობის თანხა!

3. რაც შეეხება, იმ სტატისტიკას, რომ გამოკითხული ადამიანების 53% თვლის, რომ არ დაკარგავს სამუშაო ადგილს, თუ შევხედავთ იმ მოცუმულობას რასაც დღეს ბანკები თავისი მოგებებით ახდენენ, ვფიქრობ, რომ არათუ 53% შეინარჩუნებს, კომპანიების დაახლოებით 30% - 35% მაინც თუ შეინარჩუნებს თანამშრომლებს ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა.

რეალურად, ჩვენ ვხედავთ რომ ნებისმიერი სექტორი დღეს, ეს იქნება ბაზრობები, სასტუმროები, რესტორნები თუ სხვა, პრაქტიკულად მყიდველი ყველგან გამქრალია და ეს მიანიშნებს ზუსტად იმაზე, რომ ფულის აკუმულირება ხდება ისევ და ისევ ძალიან ვიწრო ჯგუფების ხელში!

ფართო მასებს, ხალხს ფული არ აქვს!

აი აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ზოგადად „ქართული ოცნების“ პირობებში, მთელი ეს მანქანა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ბანკების და ფინანსური ჯგუფების ინტერესებს.“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42