"მოზაიკით აწყობილი ღვთისმშობლის მზერა, არასდროს შეისმენს მოლას გაუგებარ ლოცვას" – მამა პეტრე აია სოფიას ტაძარზე
სოც.მედია - 13:35, 25 Jul, 2020     3153

მამა პეტრე კოლხი აია სოფიას ტაძარში პარასკევს მუსლიმური მსახურების შესრულების ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. სასულიერო პირის განცხადებით, აია სოფია მუდამ იქნება ბიზანტიის იმპერიისა და ქრისტიანობის საუკუნოვანი ტრადიციის სინთეზი:


„აია სოფია მსოფლიოს თვალში მუდამ დარჩება ბიზანტიის იმპერიის და ქრისტიანობის საუკუნოვანი ტრადიციის სინთეზად.

მოზაიკით აწყობილი ღვთისმშობლის მზერა, არასდროს შეისმენს მოლას გაუგებარ ლოცვას. საუკუნეებიდან გადმოსული ფრესკები ვერ დაიფარება თეთრი ზეწრებით, რომელშიც უფრო გამოკვეთილად აისახა ოტომანთა მემკვიდრეების შავბნელი ზრახვები…

ახლა იწყება შემთხვევით გაძლიერებული სახელმწიფოს რეგრესი და ამის მიზეზი იუსტინიანეს დროს აგებული ტაძრის მითვისებაა…

დაინგრა ტროა, განადგურდა სემირამიდას ბაღები, დაიმხო ბაბილონის გოდოლის იდეა…

დღევანდელი სიბნელე არაფრით შერჩება ქრისტეს ეკლესიის დამტყვევებელს!..“, – წერს მოძღვარი.


აია–სოფიას ტაძარში გუშინ, 24 ივლისს მსახურება აღევლინა.

თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველოს მეთაურმა, ალი ერბაშმა სტამბოლში, მეჩეთად გადაკეთებულ ტაძარში მსახურებისთვის სამი იმამი და ხუთი მუეძინი დანიშნა.

10 ივლისს ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42