აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციებისთვის 259 $ მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის მიღებას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს დახმარების სახით სხვადასხვა მიმართულებების გასაჯანსაღებლად გამოეყოფა $132 მილიონი დოლარი, თუმცა წლევანდელი შემთხვევა უპრეცედენტოა იმ კუთხით, რომ მიღებულ აქტის თანახმად, დახმარების პაკეტის 15 % შეჩერდება იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული გარემოა და ბიზნესისთვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, აგრეთვე იკლებს კორუფციის დონე და ქვეყანაში მყარადაა დაცული მედია დამოუკიდებლობა, პლურალური პოლიტიკური გარემო და ა.შ.
კანონპროექტში აღნიშულია: „ არ უნდა გამოიყოს დახმარება იქამდე, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კონგრესს არ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ და ნაყოფიერ ნაბიჯებს, რათა: A) განამყაროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები
B)ებრძოლოს კორუფციას ხელისუფლებაში და გააჯანსაღოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რეგულაციები განაახლოს
C) უზრუნველყოს, რომ კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა თანხვედრაში იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ წესებთან და სტანდარტებთან, აგრეთვე უნდა იყოს დაცული უცხოელ ინვესტორთა უფლებები, მათი ფინანსური დაინტერესება და კონკრეტული ინვესტიციები.
მასალის გამოყენების პირობები






