საკადრო ცვლილებები საქართველოს თავდაცვის ძალებში - რა ხდება უწყებაში
პოლიტიკა - 12:01, 25 Jul, 2020     1461
საქართველოს თავდაცვის ძალებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც "ნიუპოსტს" უწყებიდან აცნობეს, დღეიდან თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ირაკლი ჭიჭინაძეს 2000 წლიდან თავდაცვის ძალებში სხვადასხვა ოპერატიული და ანალიტიკური პოზიცია ეკავა, მონაწილეობდა ასევე, სამშვიდობო ოპერაციაში ერაყის რესპუბლიკაში. მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედალი, ასევე დამსახურებული თანამშრომლობისთვის ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის მედალი -„სამსახურებრივი რკინის ჯვარი“.

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მთავარი სერჟანტი - მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური ჰყავს. მან აღნიშნულ პოზიციაზე კობა ცირეკიძე ჩაანაცვლა. გიორგი გოგოჭური მანამდე აღმოსავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტის პოზიციას იკავებდა.

სიახლეეებია ასევე, დასავლეთის სარდლობაში. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დასავლეთის სარდლად პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, ხოლო მის მოადგილედ პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. II ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ, ხოლო III ქვეითი ბრიგადის მეთაურის პოზიცია - ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ დაიკავა.

საკადრო ცვლილებები განხორციელდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაშიც. სარდლის მოადგილეებად დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჭაღოშვილი დაინიშნენ. პოლკოვნიკი ჭაღოშვილი სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობასაც შეასრულებს.

სიახლეა ეროვნულ გვარდიაშიც. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამხედრო ოპერაციების პრინციპების კურსის უფროსი ინსტრუქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გუგენიშვილი დღეიდან ეროვნული გვარდიის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42