„ლელო საქართველოსთვის" აქცია - "შვილების გადასარჩენად"
პოლიტიკა - 11:44, 25 Jul, 2020     1112
ქვეყანაში გახშირებული კრიმინალური მოვლენების გამო , 24 ივლისს 21:00 საათზე თბილისში მთავრობის კანცელარიასთან და ბათუმში ევროპის მოედანზე „ლელო საქართველოსთვის" ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით სოლიდარობის აქცია - "შვილების გადასარჩენად" გაიმართა.


აქციაზე "შვილების გადასარჩენად" ლელოს მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს მთავარი პროკურორი და შსს მინისტრმა დატოვოს თანამდებობა. "ლელო საქართველოსთვის" ქალთა საბჭო მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით ქალებს, დედებს, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებას გავაგონოთ ხმა, რათა შეასრულონ ძირითადი მოთხოვნები:
1. უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადოს ძალადობის წინააღმდეგ,
2. დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა დანაშაული,
3. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობის პრევენციის და მისი აღმოფხვრისკენ,
4. დროულად დააყენოს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ ან არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.


„ლელო საქართველოსთვის" ლიდერების განცხადებით, ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობების სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო. საზოგადოებაში მატულობს დაუცველობის განცდა, შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.


აქცია "ლელო საქართველოსთვის" ქალთა საბჭოს ხელმძღვანელმა დეა მეტრეველმა გახსნა და იმ ოჯახებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს, სოლიდარობა გამოუცხადა.

"ის, რაც უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში ხდება, ამაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა. ყოველდღე ვიგებთ უმძიმეს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ჩვენს შვილებს ქუჩაში ხოცავენ. ყველაზე დიდი სენი, რაც ჩვენს ქვეყანაშია, გაბატონებული უიმედობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის საცხოვრებლად, რადგან აქ უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს. ჩვენ ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ და ხალხს იმედი დავუბრუნოთ,"-განაცხადა დეა მეტრეველმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42