სავალუტო ფონდმა დაადასტურა სახელმწიფო საწარმოებში არსებული კატასტროფული მდგომარეობა - გიგლა მიქაუტაძე
პოლიტიკა - 20:11, 24 Jul, 2020     936

სავალუტო ფონდმა დაადასტურა სახელმწიფო საწარმოებში არსებული კატასტროფული მდგომარეობა - ამის შესახებ განცხადება, „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა გიგლა მიქატაძემ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ადასტურებს იმასაც, რომ სახელმწიფო საწარმოები საქმიანობენ არა მოგების მიღების მიზნით, არამედ ასრულებენ მთავრობის დავალებებს.

"გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რომ სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიები წარმოადგენს ეკონომიკის შავ ხვრელს და კორუფციის ბუდეს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების ფინანსური შედეგები გაუარესდა, რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სავალუტო ფონდი ადასტურებს იმასაც, რომ სახელმწიფო საწარმოები საქმიანობენ არა მოგების მიღების მიზნით, არამედ ასრულებენ მთავრობის დავალებებს. ჩვენ არაერთხელ გამოვააშკარავეთ ფაქტები სახელმწიფო საწარმოების შესახებ, როგორ მუშაობს უმეტესი მათგანი ზარალზე, როგორ უქმნიან ბარიერს კერძო კომპანიებს და როგორ ასაქმებენ ყოფილ ჩინოვნიკებს მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე.

"ქართულ ოცნებას" ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მათი გაჯანსაღებისთვის. პირიქით, წარმატებით გადაიბარა ეს სისტემა წინა ხელისუფლებისგან ყველა თავისი მანკიერებით და კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა ეს კომპანიები. ლელოს მოდელის მიხედვით, სრულად მოხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და მათი კერძო მენეჯმენტისთვის გადაცემა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემა ამ კომპანიებში. საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია და სხვა მნიშვნელოვანი კომპანიები უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და არა ცალკეული ჩინოვნიკების გამდიდრებას." – განაცხადა მიქაუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42