2020 წლის ტრენდული სამოსი თუ აქსესუარები სხვადასხვა მაღაზიებში უკვე გამოჩნდნენ და ისინი მსურველებისთვის ხელმისაწვდომია. მოგეხსენებათ, წლიდან წლამდე, მოდური ტენდენციები მკვეთრად იცვლება ხოლმე, აღნიშნული კუთხით არც 2020 წელია გამონაკლისი. გთავაზობთ 5 ტრენდს 2020 წლის საგაზაფხულო კოლექციებიდან, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

1. ფერადი სამკაულები
დაივიწყეთ ოქრო და ვერცხლი, დიზაინერები მიმდინარე წელს ფერად ბიჟუტერიას გვთავაზობენ. სხვადასხვა ცნობილმა დიზაინერმა საკუთარ კოლექციებში ფერადი სამკაულების სახით სიხალისე შეიტანეს და გასული საუკუნის 60–იანი წლები გაიხსენეს.
როდესაც მსგავს სამკაულებზეა საუბარი, არ შეგეშინდეთ მეტალისა და ქვების ერთმანეთში არევა. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, მით უფრო გაგიადვილდებათ თქვენს გარდერობში არსებულ სამოსთან მათი შეხამება.

2. საყურე მხოლოდ ერთ ყურზე
მიმდინარე სეზონზე საყურე მხოლოდ ცალ ყურზე უნდა გაიკეთოთ. აღნიშნული ტრენდი დომინანტური იყო 2020 წლის საგაზაფხულო კოლექციებში. რაც შეეხება ზომას, ეცადეთ დიდი ზომის საყურეზე შეაჩეროთ არჩევანი.

3. დიდი ზომის ყელსაბამები
ყელსაბამებს რაც შეეხება – აღნიშნული აქსესუარის შემთხვევაშიც ზომას აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო დიდია მით უკეთესი. რაც შეეხება ფერს, მეტალის ფერებზე სჯობს არჩევანის შეჩერება, თუმცა, სიჭრელესაც აიტანს მიმდინარე სეზონი. რაც შეეხება მისი მორგების მთავარ გასაღებს, ის შეგიძლიათ მოირგოთ წვრილ ყელსაბამთან ერთად, რომელზეც ჩამოკიდებული იქნება პატარა ზომის ბრილიანტის ქვა ან რაიმე მსგავსი.

4. მარგალიტი
დიზაინერებმა 2020 წელს მარგალიტებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით მოირგებთ მას, იქნება ეს საყურე თუ ყელსაბამი, მთავარია ერთი ნივთი მაინც მოიპოვებოდეს თქვენი აქსესუარების ბაზაში. კლასიკური იქნება ის თუ ბაროკოს ტიპის, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია როგორ შეუხამებთ თქვენთვის სასურველ სამოსსა და სხვა აქსესუარებს.
5. დიდი რგოლები„რგოლი საყურეები“ – ის, რასაც მოდა არასდროს ივიწყებს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს ისინი გაცილებით მასობრივები გახდნენ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არჩევანი ოქროს რგოლებზე შეაჩეროთ, იგი ნებისმიერი ტიპის სამოსს მარტივად მოერგება.
მასალის გამოყენების პირობები






