"უკიდურესი ზომები იქნება მისაღები" – მარინა ენდელაძე მოსახლეობას აფრთხილებს
COVID-19 - 16:30, 24 Jul, 2020     7854

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანა შესაძლოა მორიგი რეგულაციების წინაშე დადგეს. არსებულ სიტუაციაზე „პრაიმტაიმნიუსთან“თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ისაუბრა:

„ქვეყანაში ნამდვილად ძალიან რთული ვითარება გახლავთ. ასეთ ვითარებას ამ პერიოდისათვის არ ველოდით, ცოტა უფრო მოგვიანებით. ეს ყველაფერი მაინც მოქალაქეების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა. მე სრულიად ვეთანხმები პოზიციას, რომ გარდაბნის სოფლები უნდა დაიკეტოს, თორემ ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან დრამატულად განვითარდება სიტუაცია.

მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კორონავირუსი არ არის მსუბუქი ინფექცია. ეს მართლაც მძიმე ინფექციაა და ნურავის ჰგონია, რომ ვირუსი კლინიკურად მაინცდამაინც გამოკვლეული, რომ არ არის, ლაბორატორიულ მონაცემებში ცვლილებები არ აქვთ. აი, ეს არის ამ დაავადების სივერაგე, რომ კლინიკურად ცვლილება არ იკვეთება, ხოლო ლაბორატორიულ მონაცემებში სივერაგეა. რას ტოვებს ვირუსი ორგანიზმში, არავინ იცის”,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

„თუ ასე გაგრძელდა, მისაღები იქნება მაქსიმალურად უკიდურესი ზომები, რათა ამ დაავადების განვითარება არ მოხდეს. თორემ თუ ინფიცირებულთა რაოდენობა პირველ ტალღას გადააჭარბებს, ვითარება ცოტა რთულად იქნება.

თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნიღბებითაც ნაკლებად დადის. უკვე ძალიან სერიოზული თავშეყრები ხდება და ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დაიწყო ძალიან ადრე მეორე ტალღა. თუ რეგულაციები არ გამკაცრდა და ჩვენმა მოქალაქეებმა არ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ყველამ ვიაროთ ნიღბით და ყველამ დავიცვათ ხელის დაბანის წესი, რა თქმა უნდა, რეგულაციები გამკაცრდება.

თუ ისე წავიდა საქმე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენც ვეღარ მოვათავსეთ პაციენტები კლინიკებში, დამერწმუნეთ, რომ იქნება მაღალი ლეტალობა. იმის გარკვევა ბინაზე ვინ, როგორ იქნება და როდის დამძიმდება, არავინ იცის.

ამდენად, ვთხოვ მოსახლეობას, რომ იყვნენ ყურადღებით და როგორმე შევძლოთ, რომ გადავრჩეთ. ძალიან დაარტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ეკონომიკას ის, რომ კიდევ ერთხელ ჩასაკეტი გახდეს ყველაფერი. სხვათაშორის, ბოლოს შემოსული უსიმპტომო პაციენტები მძიმეები არიან. სიმძიმე წამოვიდა უფრო მეტი. იყო წამოსული ტენდენცია უფრო შემსუბუქებისკენ, მაგრამ ორი-სამი დღეა ზედაპირული დაკვირვებით ასეა“,- განაცხადა ენდელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42