„ხელისუფლებამ რაც არ უნდა თავი იმართლოს, უკვე ჩამოყალიბებულია ჩვენს დასავლელ პარტიონერებში აზრი, მათ შორის ყველაზე მწვავედ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს დაამტკიცა იმ წერილმაც, რომელიც სენატორებმა საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებს მიწერეს, სადაც პირდაპირაა საუბარი იმაზე, რომ საქრთველოში იდევნება ამერიკული კომპანიების ინტერესები და მათი შევიწროვება ხდება. ამან გამოიწვია ინვესტიციების შემცირება ჩვენს ქვეყანაში , რაც რა თქმა უნდა, ურტყამს საქართველოს მოქალაქეს და ზარალდება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა. ამერიკული კომპანიების ინტერესების უგულვებელყოფა ხდება კორუფციული სქემებიდან გამომდინარე, სადაც ზარალდება პროდასავლური ინტერესები და იგებს ვინ? ისევ ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშრიებული კომპანიები. ან ისეთ სახელმწიფოებთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც მტრულად არიან საქართველოს მიმართ განწყობილი.
რავ შეეხება მთავრობის ახლანდელ გადაწყვეტილებას, ეს ხდება იმიტომ, რომ აშშ-ში სანქციებზე დაიწყო ლაპრაკი და ხელისუფლებამ უკან დიხია"- აცხადებს ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






