გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება.
მისი თქმით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში.
„გამოძიებაზე ვთქვი ის, რასაც აქამდე ვამბობდი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც"- განაცხადა მედიასთან მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს.
"კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საკანონმდებლო გეგმებიც გვაქვს, ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება...
მაშინ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას, იყენებს პოლიტიკური პროცესისთვის. ვთქვი, რომ ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი დასრულებული არ არის. ეს ვუთხარი მე და გამოსწორდება. მაშინ, როდესაც გამოძიებისგან საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰყოფნის, მედიაც ამას იყენებს და შემდგომ უკვე ტრაგედიის მსხვერპლთა გამოყენება ხდება გარკვეული ვერსიების განვითარებაში. ეს გამოძიების ნაწილია. მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის, მსგავსი სახის პოზიციონირება ამორალურია“, - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






