გახარიას მორიგი დაპირება: "შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული"
პოლიტიკა - 12:07, 24 Jul, 2020     1933
შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეები - საკითხზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ისაუბრა და პირობა დადო, რომ რეზონანსული საქმეები გამოძიებული იქნება.

„შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული. შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული“, - თქვა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა გუშინ გაკეთებულ საკუთარი განცხადებაც განმარტა, რომლის მიხედვითაც გამოძიებას პრობლემები აქვს. გახარიას თქმით, მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, სწორედ ამიტომ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდება.

„გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი მაშინ, როდესაც შსს მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ამას ვაკეთებდი შს სამინისტროში. სისტემური განახლება რაც იყო, იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება.

სხვა რამე ვთქვი და ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია, მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ ისევე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ზოგიერთი ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედია იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის და ეს ინტერპრეტირების საშუალება რომ არ მივცეთ, ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს ინტერპრეტირებისთვის“, - აცხადებს პრემიერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42