ირაკლი ღარიბაშვილმა თანამშრომლებს საცხოვრებელი ბინები გადასცა
სამართალი - 13:28, 16 Nov, 2013     3685

დღესვე მინისტრმა 477 თანამშრომელი დააჯილდოვა. შსს-ს სტრუქტურაში 20 და მეტი წლის ნამსახურეობის მქონე თანამშრომლებიდან 171-ი უმწიკვლო სამსახურისთვის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვდა, ხოლო 306 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადაეცა.

მინისტრის ინიციატივით, ახალი ბინები მიღეს შსს-ს იმ თანმშრომლებმა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას წარჩინებით ასრულებდნენ და სოციალური მდგომარეობის გამო საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდათ. ბინები ასევე გადაეცათ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების პირობებით სამინისტროში მუშაობის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ბინის მიღება ჰქონდათ გათვალისწინებული. საცხოვრებელი ბინები თბილისსა და გორში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შვიდ თანამშრომელს: შმაგი ედიშერაშვილს, იური ვასილიევს, იური აბაშიძეს, ჯონი ადუაშვილს, კახა ხარაზიშვილს, როინ ჯაყელს და ანზორ ბეკურაშვილს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელ ნუგზარ ბუსკაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომელ ზვიად კაპანაძეს გადაეცათ.

ახალი ბინა გადაეცა აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ მამუკა კომახიძეს, რომელსაც 21 სექტემბერს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა. პოლიციელმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მხოლოდ ტაბელური იარაღისა და შსს-ს თანამშრომლის მოწმობის გამოტანა შეძლო. პოლიციის თანამშრომელმა ბინა ბათუმში სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიიღო. მინისტრმა საცხოვრებელი ბინა ასევე 12 ოქტომბერს სამეგრელოში, სოფელ ხორგაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დავით დემურიას ოჯახს - მეუღლეს ირმა ჯაიანს და შვილს - ნიკოლოზ დემურიას გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42