პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია: მოცემულია ინდიკატორები, რომლის ანალიზიც იძლევა საფუძველს, რომ საქართველოში უნდა ველოდოთ რადიკალურ მოქმედებებს, რომლებიც ყველასათვის დამაზიანებელი იქნება
პოლიტიკა - 17:38, 23 Jul, 2020     927
პოლიტიკურ პარტია "რეფორმერში" მედიის წარმომადგენელებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან, ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებასთან და ეროვნული უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ექსპერტის ლაშა პატარაიას ბრიფინგი გაიმართა.


როგორც პარტია "რეფორმერის" წევრმა უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ განაცხადა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის სტაბილურობას, ასევე არსებობს რისკები ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ლაშა პატარაია: "ყველა ბოლოდროინდელ რეზონანსულ საქმეში იკვეთება, რომ მათი აქტუალიზაცია ხდება მიზანმიმართულად შერჩევითობის პრინციპით. ქვეყანაში მიმდინარეობს დესტრუქციული პროცესები, სადაც არამარტო რუსეთი და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, არამედ ლოკალური აქტორებიც გვყავს. ასეთ დროს, კი კონტრსადაზვერვო რეჟიმის გააქტიურების ნაცვლად, რესურსები იხარჯება პოლიტიკური თუ მედია სივრცის კონტროლსა და ადამიანების პირადი მიდევნებისთვის. ამ რეზონანსირების, საინფორმაციო ბადის პოლიტიკის, დაშვებული შეცდომების თუ ინსპირირებული მოვლენების მიღმა ბევრად დიდი საფრთხე იმალება, რომლის გადასაფარადაც გამოიყენება ყოველივე აღნიშნული.

ჩვენ გვაქვს საფრთხეები ეროვნული უსაფრთხოების დონეზე, რომელიც რუსეთმა ისევ გააცოცხლა რეგიონში. ვგულისხმობ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, ამას ემატება გართულებული კრიმინოგენული ფონი - გვაქვს შაქარაშვილის საქმე, ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება. ეს თემები არ დამთავრდება და იმ უზარმაზარ ნეგატიურ განწყობას, რომელიც დიდი ხანია მძაფრად გროვდება ვეღარაფერი შეაკავებს, მით უმეტეს თუ ამ ყველაფერში პოლიტიკური ან სპეცსამსახურული ინტერესებია ჩადებული. "

ლაშა პატარაიას განცხადებით, ხელისუფლებამ განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა გაატაროს ეროვნული უსაფრთხოების რისკების თავიდან ასაცილებლად : " მოვუწოდებ ხელისუფლებას, უკვე დაშვებული სტრატეგიული შეცდომების შედეგად ქვეყანაში არის რთული კრიმინოგენული ვითარება. ამის საპირისპიროდ ნუ მოიყვანთ სტატისტიკას, რადგან ასეთ შემთხვევაში მონაცემთა სიზუსტეზე მომიწევს საუბარი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მათი სატელიტები საზღვრისპირა რეგიონებიდან დათარეშობენ თავისუფლად. ეწევიან კამპანიებს, ქმნიან ნეგატიურ ფონს, ახდენენ სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციას და პროფესიონალი ქილერებიც კი ყავთ, რომლებიც ასევე ოპერირებენ საქართველოში. ასეთ დროს, არც პოლიციელებს, არც სპეცსამსახურების თანამშრომლებს არ ეხალისებათ ისეთი დავალებების შესრულება, როგორიც პოლიტიკური პროცესებში ჩარევა, პოლიტიკოსებისა და თუ მედიის კონტროლია. ახლა ყველაზე მეტად, გასაკეთებელია საქმე და უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც მთლიანად ქვეყნის წინაშე დგას! ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი უსაფრთხოების რესურსები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოცემულია ინდიკატორები, რომლის ანალიზიც იძლევა საფუძველს, რომ საქართველოში უნდა ველოდოთ რადიკალურ მოქმედებებს, რომლებიც ყველასათვის კოლოსალურად დამაზიანებელი იქნება." - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42