„დღეს ოფიციალურად დადასტურდა რომ სასტუმრო რედისონ ბათუმის სტუმრებს ყაზახეთიდან კორონავირუსი დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრები ყაზახეთიდან ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ ბათუმში. ევროპული საქართველოს სახელით მსურს საქართველოს მთავრობას მივმართო კითხვით თუ როგორ მოახერხეს ყაზახეთიდან ამ რეისის მგზავრებმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა მაშინ როცა ყაზახეთი არ შედის გამწვანებული ქვეყნების რიცხვში და მათი საქართველოში შემოსვლის მომენტში აღნიშნულ პირებს აუცილებლად უნდა გაევლოთ კარანტინი?“
„საქართველოს მთავრობამ შექმნა მდგომარეობა რომელშიც საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეები მაშინაც კი თუ ისინი მოდიან გამწვანებული, ე.ი. უსაფრთხო ქვეყნებიდან უნდა იხდენენ ორკვირიან კარანტინში ხოლო მთავრობასთან კავშირების მქონე პირებს გაუმწვანებელი ქვეყნებიდან შეუძლიათ ქვეყანაში დაუბრკოლებლად შემოსვლა. ბუნებრივად ჩვდება კორუფციის ეჭვი. საკუთარი მოქალაქეების ასეთი დისკრიმინაციით გამოწვეული აღშფოთება კი სრულიად სამართლიანია,“ განაცხადა კანდელაკმა.
„ამასთან, საქართველოს მთავრიბის სიჯიუტე რეგურალური ფრენები არ გახსნას გამწვანებულ ქვეყნებთან და არ შეიყვანოს ასეთი ქვეყნების სიაში კარგი ეპიდემიოლოგიური სურათის მქონე ქვეყნები (მაგალითად პოლონეთი და საბერძნეთი) ათეულ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ტოვებს ყოველგვარი შემოსავლის შემოსავლის შანსის გარეშე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გახსნას შეუფერხებელი მიმოსვლა გამწვანებულ ქვეყნებთან და მოხსნას დისკრიმინაციული და ანრიკონსიტუციური კარანტინი საქართველოს მოქალაქეთათვის,“ დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






