ივანიშვილის პოლიტიკური ბიზნესი და “ქართული ოცნების“ საეჭვო შემომწირველები - რომელი ბიზნესჯგუფებისგან დაირიცხა 1 745 000 ლარი “ოცნების“ ყულაბაში
პოლიტიკა - 16:40, 23 Jul, 2020     2397

“ქართული ოცნების“ ტრადიციული დამფინასებლები კვალვაც ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიები და მსხვილი ბიზნეჯგუფები არიან.

“თეგეტა მოტროსი“, “ლილო-მოლი“ “სერვის-აგრო“, “პოლიმერი“ - მმართველი პარტიის ყველაზე მსხვილი და ტრადიციული შემომწირველები. რატომ აფინანსებს ბიზნესი ივანიშვილს?

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის შემოწირულობები 2019 წელს 5-ჯერ აღემატება დანარჩენი 18 პარტიის ჯამურ შემოწირულობას.

141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე „ქართული ოცნების” შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულმა 15 კომპანიამ:

15 750 924 ლარი გამარტივებული შესყიდვებით

126 092 739 ლარი ტენდერებით

ამ დამფინანსებლებს მმართველი პარტიის ყულაბაში ჯამში 1 745 000 ლარი ჰქონდათ შეტანილი;

ანგარიშში, ნათქვამი, რომ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო ახასიათებს - მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც ეჭვებს აჩენს:

წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული?

სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა?

„ქართული ოცნების” მსხვილ დამფინანსებლებს შორის 2019 წელსაც, ტრადიციულად მოხვდნენ:

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემომწირველი ფიზიკური და იურიდიული პირების ჯგუფი;

სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორ „თეგეტა მოტორსთან” დაკავშირებული პირები;

„ლილო-მოლთან" დაკავშირებული შემომწირველები;

„სერვის-აგრო"-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული შემომწირველები;

„პოლიმერთან” დაკავშირებული პირები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42