ასევე, ბოკუჩავას განცხადებით, ფრენების აღდგენის სექტემბრამდე გადაწევა, ძალიან დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას, რომლის 20% ტურიზმზეა დამოკიდებული.
„როცა მწვანე ზონად ვართ ბევრ ევროპულ ქვეყანაში გამოცხადებული და ეპიდემიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ საზღვრები უკვე გაიხსნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის 20% ტურზმზეა დამოკიდებული, ძალიან გაუგებარია ხელისუფლების პოლიტიკა, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აზიანებს საქართველოს რიგით მოქალაქეს, რადგან აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეები ის ყველაფერს მხოლოდ საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე აკეთებს.
არ გამოვრიცხავ რომ ფრენების რეგულარული აღდგენის ყოველთვიური გადადება დაკავშირებული იყო იმასთანაც, რომ შეზღუდონ საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლა. მით უფრო, რომ არსებობენ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნებმადე რამდენიმე თვით ადრე ჩამოდიან ბქვეყანაში.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ დიდ უსამართლობას, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არ უწევთ კარანტინის გავლა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს აიძულებენ 2 კვირიან კარანტინში ყოფნას, თუნდაც ის შემოდიოდეს ევროპის მწვანე ზონიდან“ - ამბობს ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






