მისი თქმით, 35 წლის ქალის გაუპატიურების საქმეზე დაკავებული ალავერდაშვილი 2010-2011 წლებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის იყო დაკავებული, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ის 2013 წელს შეწყალებით გამოუშვა.
„აღნიშნული პიროვნება წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა საპატრულო პოლიციაში 2010-2011 წლებში, მაგრამ დაკავებული იქნა ზუსტად სამსახურეობრივი მოვალეობის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. უკვე 2013 წელს შეწყალებით გამოუშვა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას და მატ უფლებებს, აღმოჩნდა, რომ პირველი მოძალადეა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქალაქში აღარ არიან მოქალაქეები დაცულები იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას საპატრულო პოლიციაში და საჯარო სამსახურებში მოძალადეები ჰყავს დასაქმებული“, - განაცხადა ჯაბახიძემ.
გორში, 35 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მოქმედი პოლიციელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






