გიორგი აბრამიშვილი: აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში კიდევ ერთ "კომენდანტის საათსა“ და "კარანტინს“ შეიძლება ველოდოთ
პოლიტიკა - 12:55, 23 Jul, 2020     1777
16 ივლისს ედისონ რისერჩის წინასაარჩევნო კვლევის მესამე ტალღის შედეგები გამოქვეყნდა. ამჯერად კომპანიამ 2101 ადამიანი გამოკითხა. ცნობისთვის კვლევის წინა ტალღა 2020 წლის მარტში, ხოლო პირველი ტალღა 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა და თითოეულის შემთხვევაში 2000 ადამიანი იყო გამოკითხული მთელი საქართველოს მასშტაბით. პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" ედისონ რისერჩის კვლევას ეხმაურება.


პარტია "რეფორმერის" წევრი, ანალიტიკოსი და მარკეტოლოგი გიორგი აბრამიშვილი:
"ედისონ რისერჩის კვლევის ივლისის შედეგებზე, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ბევრი დაიწერა, თუმცა ამ ტალღების მონაცემებს შორის შედარებითი ანალიზი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ ვცადეთ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაგვეკეთებინა მცირე ანალიტიკა.

პირველი, რაც საყურადღებო აღმოჩნდა:

· პირველი ორი ტალღის მონაცემები მედიაში გამოქვეყნდა, როგორც ნატურალური, აგრეთვე ალოკაციის შედეგად მიღებული მონაცემების სახით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ქონდა, მარტივად დაენახა იმ ამომრჩევლების წილი, რომლებსაც გამოკითხვის მომენტისთვის არ ქონდათ გადაწყვეტილი, ვის მისცემდნენ ხმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, და აგრეთვე შეეფასებინა, ალოკაციით მიღებული მონაცემები - პარტიების რეიტინგები იმ პირობებში, როდესაც ე.წ. „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის წილი, პროპორციულად გადანაწილდებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე. ივლისის შედეგები კი ჯერჯერობით მხოლოდ ნატურალური სახით გახდა მედიაში ხელმისაწვდომი, ჩანს მონაცემი ე.წ. „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის ოდენობის შესახებ, თუმცა კონკრეტულ პარტიებზე ალოკაცია არ ჩანს.

· ცხადია, 100% სიზუსტით შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ მოიქცევა არჩევნების დღეს ამომრჩეველი, განსაკუთრებით კი თუ ეს ე.წ. „გადაუწყვეტელ“ ელექტორატს ეხება, ამასთან არჩევნებამდე 3 თვით ადრე. ასე რომ, ალოკაცია სავსებით გამართლებული, მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული და კარგი მეთოდია პროგნოზირებისთვის, როდესაც კვლევის შერჩევის ზომა და ტიპი საშუალებას იძლევა, რომ ე.წ. საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის ქცევის ტიპი დადგინდეს და „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის არჩევანიც მის მიხედვით განისაზღვროს თუნდაც მიახლოებით. თუმცა საინტერესოა, რატომ „აიტაცა“ მედიამ ალოკაციით მიღებული შედეგები პირველ და მეორე ტალღებზე, მაგრამ ხაზგასმით აღარ დაინტერესებულა იმავეთი ივლისის შედეგების შემთხვევაში. დასკვნების გასაკეთებლად მიზანშეწონილი იქნება ერთად შევხედოთ სამივე ტალღის მონაცემებს:

ერთი შეხედვითვე თვალშისაცემია, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგმა საგრძნობლად იმატა ბოლო 6 თვიან პერიოდში, განსაკუთრებით მარტის მონაცემების შემდეგ, ხოლო ე.წ. „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის რაოდენობა კი შემცირდა და ივლისის შედეგების მიხედვით 20% შეადგინა. მცირედით, მაგრამ აგრეთვე შემცირდა სახელისუფლებო პარტიის ძირითადი კონკურენტების, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" რეიტინგები. სხვა პარტიების შემთხვევაშიც ან იგივე მაჩვენებელი გვაქვს ან მცირე კლება ფიქსირდება. ლოგიკურ დასკვნამდე მივდივართ, რომ „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის ნაწილმა, თითქმის მესამედმა გადაწყვიტა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიეცა ხმა. რით შეიძლება ეს იყოს გამოწვეული? ეს არის COVID 19 და მასთან დაკავშირებით ხელისუფლების და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების მოქმედებები. საქართველომ მოახერხა და ძალიან დაბალ დონეზე შეინარჩუნა ინფიცირებულების და გარდაცვლილთა მაჩვენებელი, რეგიონალურ და მსოფლიო ასპარეზზე პოზიციონირდა ე.წ. „მწვანე ზონად“, რაც, ცხადია, მოქალაქეებში, ამომრჩეველში ლოგიკურ ასახვას ჰპოვებდა - კარანტინისა და კომენდანტის საათის პირობებში გამორიცხული იყო ოპოზიციური პარტიების აქტივობები, ამომრჩეველთან შეხვედრა, მედია კი მთლიანად მოცული იყო კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციით, შესაბამისად თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების გაშუქება გაცილებით ხშირად ხდებოდა. შედეგად ძალთა ბალანსი, ისევე, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციური ძალების მიერ წარმოებული კომუნიკაციის თანაფარდობა მკვეთრად შეიცვალა სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ.

· ზემოხსენებულ დასკვნას კიდევ ერთი ფაქტი ამყარებს. 20 ივლისს გაიმართა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია, რომელსაც სხვებთან ერთად სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, ლევან რატიანი, ბატონი პაატა იმნაძე - ახლა უკვე ყველასთვის პატივსაცემი ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოლო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კიდევ 2 პიროვნება კი პირდაპირ მაჟორიტარების სიაში ვიხილეთ - აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატად და ზაზა ლომინაძე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად, რომლის დაფუძნებულმა კლინიკამაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქუთაისში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აგრეთვე საინტერესოა, შევხედოთ ედისონ რისერჩის მიერ განხორციელებული წინასაარჩევნო კვლევის სამი ტალღის შედეგებს უკვე ალოკაციის მეთოდის გამოყენებით:

ცვლილებების ტენდენცია იგივეა, თუმცა უკვე უფრო მკვეთრად გამოხატული. "ქართულ ოცნებას" ალოკაციით ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი უჭერს მხარს, მის უახლოეს კონკურენტს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - ამომრჩეველთა მეხუთედი.

მიუხედავად ასეთი შედეგებისა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მაინც უკმაყოფილება და ირონიული დამოკიდებულება გამოხატეს აღნიშნული კვლევისადმი, აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი რეალურად კიდევ მეტია. ამავდროულად, მედიასა და სხვადასხვა ოფიციალური პირების განცხადებებში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც შესაძლოა ეჭვის საფუძველს იძლეოდეს, რომ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში კიდევ ერთ „კომენდანტის საათსა“ და „კარანტინს“ შეიძლება ველოდოთ. მით უმეტეს, რომ სახელისუფლებო გუნდმა შესანიშნავად დაინახა, რა „კარგი“ საარჩევნო შედეგის მოტანა შეუძლია მოქალაქეების სახლში გამოკეტვას.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42