თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გოგონას საფულეში აღმოჩენილი ჩანაწერები ჯერჯერობით არაფრის მთქმელი არ არის და თვითმკვლელობის ვესიაზე საუბარიც ნაადრევია.
"საფულეში ედო პატარა ოთხკუთხედი ფურცლები და ძალიან ბევრი ჩანაწერია, რომელიც ყოველდღიურად კეთდება ადამიანის მიერ. ეს როდინდელია ან ვის მიმართ არის განკუთვნილი, "ანაბარი გამოიყენეთ" არ ვიცით.
კიდევ ძალიან ბევრი ჩანაწერია - "ერთად წავიდეთ", "იქ მივდივართ", "აქ უნდა მოვიდე"... როდინდელია, საერთოდ რისი ჩანაწერია, ძალიან ბევრი პლასტიკური ბარათი დევს და ფურცელზე არც ანაბარის ნომერი წერია, არც გვარი წერია - ვისთვის არის განკუთვნილი თუ არის საერთოდ ვინმეს მიმართ.
ასე რომ მე ვერანაირად ვერ ვუკავშირებ, თითქოს ვიღაცას დაუტოვა, რომ გამოიყენოს. ჯერჯერობით არაფრის მთქმელი არ არის, შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, თითქოს წინასწარ ვიღაცას დაუტოვა და ამით მინიშნება გაუკეთოს, წინასწარ მაგის თქმა არ შეიძლება, ჯერ ადრეა ამაზე ფიქრიც კი. არა, არა, არა, ჯერ მაგაზე თვითმვლელობის ვერსიაზე ფიქრიც არ შეიძლება" - თქვა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






