2013 წლის 13 ნოემბერი იმით გახდა ცნობილი, რომ კომპანია McLaren-მა ჰიბრიდული სუპერქარის P1-ის ყველა მოდელი გაყიდა. უახლოეს მომავალში P1-ის ახალი პარტია ჩაეშვება წარმოებაში. კომპანიამ დამკვეთთა სრული რაოდენობის დაკმაყოფილება პირველ ეტაპზე გამოშვებული მოდელებით ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მოდელის საერთო რაოდენობა 375-ზე მეტ ეგზემპლარს არ შეადგენს. McLaren P1-ის საშუალო ღირებულენა 1,6 მილიონი ამერიკული დოლარია.
მიმდინარე წლის მარტში იტალიურმა კომპანიამ Lamborghini Veneno-ს 50 წლის იუბილე აღნიშნა. შედეგად გამოუშვა ახალი მოდელი, რომლის ღირებულებაც 3 900 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს და Veneno მიმდინარე წლის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად იქცა. მწარმოებელმა აღნიშნული მოდელის მხოლოდ სამი ეგზემპლარი შექმნა და ისინი ოფიციალურ პრეზენტაციამდე გაიყიდა.
რამდენიმე დღის წინ დუბაის ავტოსალონში Lykan Hypersport წარმოადგინეს, რომელიც ნაკლებადცნობილი კომპანიის, W Motors-ის პროდუქციაა. მისი კორპუსი ტიტანისგან არის შექმნილი, ფარები კი ალმასებით არის გაწყობილი. სავარძლები ოქროს ძაფებით არის მორთული. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 394 კმ/სთ-ია. ავტომობილის ღირებულება 3.4 მილიონი ამერიკული დოლარია.
Pagani Zonda Revolucion - ცნობილი მოდელის, 1999 წელს შექმნილი ავტომობილის „გამოსამშვიდობებელი“ ვერსიაა. Revolucion 12-ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 800 ცხენის ძალაა. Revolucion-ის ღირებულება 2 900 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
Вugatti Veyron Grand Sport Vitesse World Record - მოდელი, რომელსაც თანამედროვე სუპერქარებში ყველაზე გრძელი სახელწოდება აქვს. ამასთანავე, ეს ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილია - მისი მაქსიმალური სიჩქარე 408/84 კმ/სთ-ია, 100 კმ/სთ-ს კი ერთ წამში აღწევს. Vitesse World Record ყველაზე ძვირადღირებული სერიული Bugatti გახლავთ და მისი ღირებულება 2 600 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
შემდეგი მოდელი კვლავ Bugatti გახლავთ. ის Veyron Super Sport რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა და სიჩქარე 431 კმ/სთ-მდე განავითარა. აღნიშნული რეკორდის მოხსნა ჯერეჯრობით ვერცერთმა ავტომობილმა ვერ შეძლო. Bugatti Veyron SS-ის ღირებულება მიმდინარე წელს 2,4 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






