კომპანია „ზეგ“-ის ოფისში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შევიდა.
ოფისში იმყოფება კომპანიის თანამშრომელი თამარ კობერიძე მივიდა. მისი თქმით, გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
კობერიძე ამბობს, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა რა მიზეზით, ეს მისთვის უცნობია.
რაც შეეხება ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურს, კობერიძემ აღნიშნა, რომ მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„ჩვენ დავუყენეთ საკითხი - აპირებდა იქ დარჩენას, თუ ჩვენთან და ესეც გვქონდა განხილული. გადაწყვიტა, რომ წასულიყო, მაგრამ საბოლოოდ არ წასულა. ძალიან მორიდებული, კარგი გოგო იყო, არანაირ პრობლემაში და კონფლიქტში არავისთან არ იყო. სამსახურიდან, ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა ის, რომ ორ სამსახურში მუშაობდა, სწავლობდა და ბევრი დრო არ ჰქონდა, შესაბამისად ჩემთვის სიურპირიზი არ იყო“, - განაცხადა თამარ კობერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






