ვინ არის თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე კოჩეტკოვი, რა კავშირი აქვს მას რუსი გამომძიებლის მკვლელობასთან და "დარკნეტთნ"
პოლიტიკა - 14:11, 22 Jul, 2020     1360

საქართველოში დააკავეს 23 წლის რუსეთის მოქალაქე ივან კოჩეტკოვი, რომელიც გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევგენია შიშკინა მოსკოვის მახლობლად 2018 წლის ოქტომბერში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.

ბრიტანულ მედიასაშუალებას კოჩეტკოვის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში, სასამართლოსა და შიშკინას ადვოკატმა დაუდასტურეს, თუმცა მისი დაკავების გარემოებები უცნობია. BBC აცხადებს, რომ საერთაშორისო მასშტაბით ძებნილი თბილისის ციხეში დაახლოებით 2020 წლის მაისის თვეში მოხვდა.

რამდენიმე ხნით ადრე სანკტ-პეტერბურგში დააკავეს მკვლელობის შემსრულებელი აბდულაზიზ აბდულაზიზოვი და შუამავალი - კირილ გრუნსკი. თბილისში დააკავეს შესაძლო დამკვეთიცმ კოჩეტკოვის ცოლის ძმა, ყოფილი ჰაკერი და ნარკომოვაჭრე იაროსლავ სუმბაევი, რომლის ექსტრადაციაც რუსეთში უკვე განხორციელდა. ჯერჯერობით დაკავებული არ არის კიდევ ერთი თანამონაწილე, რომლის ვინაობაც უცნობია. იგი შიშკინას უთვალთვალებდა.

კოჩეტკოვი, ისევე, როგორც მისი მეუღლე დარია და სუმბაევი ასტრახანიდან არიან. მას იქ "შულცის" მეტსახელით იცნობდნენ. საქართველოში გადმოსვლამდე, გამოძიების ინფორმაციით, იგი მეუღლესთან ერთად ბინას მოსკოვში ქირაობდა. იგი შიშკინას საცხოვრებელ სახლთან აყენებდა მანქანას და ზემოთ ნახსენებ უცნობ პირთან ერთად გამომძიებელს უთვალთვალებდა, აგროვებდა გარემოს შესახებ ინფორმაციას, მათ შორის ვიდეოკამერების განლაგებას და აშ. მას შემდეგ, რაც ეს საქმიანობა დაასრულა, რის შემდეგდაც იგი 2018 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში გამოფრინდა მეუღლესთან ერთად. მისი გამოფრენიდან რამდენიმე საათში, აბდულაზიზოვმა გამომძიებელი მოკლა.

ამ დროს სუმბაევი თბილისში იმალებოდა. გამომძიებლის მკვლელობა, სავარაუდოდ, ე.წ. "ბილეთების საქმეს" უკავშირდება: კიბერდამნაშავეები სუმბაევის მეთაურობით, ტურისტული კომპანიების ელექტრონულ ფოსტას ტეხავდნენმ მათი სახელით აფორმებდნენ თვითმფრინავისა და მატარებლების ბილეთებს, რის სემდეგადაც სალარობიდან გამოჰქონდათ ეს ფული, სხვა პირების მეშვეობით.

თბილისში სუმბაევი და კოჩეტოვი რუსულენოვან "დარკნეტ* მაღაზიას" Los Zetas-ს ფლობდნენ, რომელიც რუსულენოვან პლატფორმებში 11-ე ადგილს იკავებდა განხორციელებული გარიგებებით. შემთხვევით არ არის, რომ მისი სახელი მექსიკური ნარკოკარტელის სახელწოდებას ემთხვევა. სუმბაევი გასული წლის ნოემბერს საბუთების გაყალბებისთვის დააკავეს და "დარკნეტ მაღაზიის" ხელმძღვანელი კოჩეტკოვი გახდა. თუმცა, თანდათან მაღაზიამ მუშაობა შეაჩერა და ახლა მის შესხებ ინფორმაცია დარკნეტ-პლატფორმაზე წაშლილია. ამას გარდა კოჩეტკოვები საქართველოში ლეგალურ ბიზნესსაც ფლობდნენ - მიწის თხილის პასტის ონლაინ მაღაზიას.

ამასთან, რუსეთში დაკავცებულმა ეჭვმიტანილებმა პირველივე დაკითხვაზე განაცხადეს, რომ გამომძიებლის მკვლელობის შეკვეთა დარკნეტში მიიღეს, Los Zetas-ის მფლობელ "მიგელ მორალესისგან", რომლის მიღმაც, გამოძიების ინფორმაციით, სუმბაევი იმალებოდა.

კოჩეტკოვის რუსეთში ექსტრადაციის დრო ჯერჯერობით უცნობია

------

*დარკნეტი - ფარული ინტერნეტ ქსელი, რომელიც კავშირს ამყარებს მხოლოდ ნდობით აღჭურვილ პირებთან, ე.წ. "მეგობრებთან", რისთვისაც იყენებენ არასტანდარტულ პორტებსა და პროტოკოლებს. ანონიმური ქსელი წარმოადგენს ერთმანეთთან კავშირში არ მყოფ ვირტუალური "გვირაბების" სისტემას, რომელიც მონაცემებს დაშიფრუსლი სახით გადასცემს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42