კომპანია Mercedes-Benz თაყვანისმცემლებსა და მსოფლიო საზოგადოებას ლიმიტირებულ SLS AMG GT Final Edition 2014-ს წარმოუდგენს.
ლეგენდარული SLS-ის ბოლო, სპეციალური ვერსია შეზღუდული რაოდენობით ჩაეშვება წარმოებაში და მისი შეძენა მხოლოდ 350 მსურველს შეეძლება.
ავტომობილი V8 ტიპის 6.3 - ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 591 ცხენის ძალა იქნება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ძრავით არის აღჭურვილი SLS AMG GT-ც.
SLS AMG GT-სგან განსხვავებით, ეს სპეცილური მოდელი კორპუსში არსებული ახალი დეტალებით განსხვავდება. SLS AMG GT Final Edition 2014 ახალი თაობის მუხრუჭებით აღიჭურვება. აღნიშნული მოდელები ერთმანეთისგან ახალი ტიპის უკანახედვის სარკითა და დაბინდული ფარებით განსხვავდებიან.
დეტალურ ინფრმაციას SLS AMG GT Final Edition 2014-ზე მწარმოებელი მომავალ კვირას გაავრცელებს. ავტომობილის პრეზენტაცია ლოს-ანჯელესისა და ტოკიოს ავტოსალონებში შედგება. ამ დროისათვის კი ახალი მოდელის შეფასება ფოტომასალით არის შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები






