დაცვაში თამაშ ჩვენც არ ვაპირებთ - ამის შესახებ ნიკა მელიამ მისი კონკურენტის, მმართველი პარტიის კანდიდატის ლევან კობიაშვილის შეფასებისას თოქშოუ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა
„გლდანის მოსახლეობას მინდა დავპირდე, რომ არცერთი სანტიმეტრით არ იქნება უკან დახევა. ეს თქვენ იცით, რომ კობიაშვილი გლდანში მაჟორიტარი იყო. კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიცოდი რომ იყო და მაშინ გავიგე მისი დეპუტატობა, როცა მიჭერდა, ამ ადამიანმა არც დაახამხამა თვალი და მისი დამსახურებით ვარ სამაჯურით. კანდიდატი არასოდეს არსად ყოფილ სამაჯურით ხელზე. კობიაშვილის გამარჯვება ნიშნავს ფარცხალაძის, მურუსიძის გამარჯვებას. რა უნდა პარლამენტში, გამაშების და ბუცების დრო ქართულ პოლიტიკაში 2020 წელს არ არის. ბევრი ფეხბურთელი მყავს მეგობარი, მათ შორის ნაკრების ყოფილი წევრები, მაგრამ რა ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს კობიაშვილმა. არ უნდოდა ჩემი დაჭერა მაგრამ დამიჭირა, არ უდნოდა კანდიდატობა მაგრამ მოუწია. ყველა ასეთი ადამიანი ჩემთვის მიუღებელია, როცა არ უნდა რამე და აკეთებს. ამიტომ როგოც ნციონალურ მოძრაობას არაფერი აღარ ეშველებოდა 2012 წელს, სულ რომ თმები გაეჩეჩა ყველას, ხალხმა ასე გადაწყვია, ასევე 2020 წელს აღაფერი ეშველება ქართულ ოცნებას, რაც არ უნდა გაიგიჟონ თავი“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






