„მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 12 მოქმედი დეპუტატია, იგივე სახელები...
ქართულმა ოცნებამ ამით თქვა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან იგივე პერსონები, იგივე ენერგეტიკა, საკითხებისადმი იგივე მიდგომები უნდა იყოს.
მადლობა ღმერთს, რომ უკვე 2020 წლიდან, რისიც ძალიან მტკიცედ მჯერა, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს აღარაა მნიშვნელოვანი, რა უნდა ხალხს ეს იქნება გადამწყვეტი ამ არჩევნებზე“ - განაცხადა მელიამ.
„როცა ყველა ოპოზიციური პარტია განსხვავებული იდეოლოგიით მხარს გიჭერს, ეს მოახერხა ბძინა ივანიშვილის უტიფარმა პოლიტიკამ. ვისაც ის აძაგებდა ნაციონალური მოძრაობის მამრთველობის დროს, ყველა გვერდში ყავს, ჩინჩალაძე-მუირუსიძის ჩათვლით. ვინც იყო პროგრესული და განათლებული ხალხი, ვისი მხარდაჭერითაც მოვიდა ივანიშვილი ხლეისუფლებასი, დღეს ისინი ოპოზიციაში არიან ჩვენს გვერდით.
სწორედ სრული ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება პირველ ტურში გამარჯვება და ამის იმედს მაძლევს პირველ რიგში ხალხის განწყობა. როცა ამომრჩეველს დაარწმუნებ , რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ პოლიტიკოსები, ხალხი აუცილებლად გამოგვყვება.
ხალხი გაიზარდა პოლიტიკურად. დღეს ის ადამიანები მოდიან გლდანში საარჩევნო შტაბში, რომლებიც არც კი იფიქრებდენენ რომ ნაციონალურ მოძრაობას მხარს დაუჭერდა ოდესმე. მათ შორისაა, ქალბატონი, რომელიც 2007 წელს დარბევის დროს დაზიანდა და დღეს ეს ქალბატონი მე აქტიურად მიჭერს მხარს“ -განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






