რა ხდება ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში და რა კორუფციული სქემებით შოულობენ ფულს მღალჩინოსნები ხალხის გაღარიბების ხარჯზე?
პოლიტიკა - 15:28, 21 Jul, 2020     4862
ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში, შეიძლება ითქვას რომ მთავარი პოლიტიკური პარტიების კანდიდატები უკვე ცნობილია.


ქართულმა ოცნებამ ამ ოლქში საჩხერის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე უკვე მეორედ წარადგინა.

რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში ნაციონალური მოძრაობის რჩეული გიორგი კაპანაძეა, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კონსულტაციები უკვე დასრულდა და გადაწყვეტილებაც მიღებულია.

ნიუპოსტი: როგორ შეაფასებთ პაატა კვიჟინაძის კანდიდატურას?

გიორგი კაპანაძე: ღიად ვიტყვი: ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ პირდაპირ მოსკოვის კაცი, პაატა კვიჟინაძე დაასახელა.

8 წელია ეს ადამიანი პარლამენტშია და 8-ჯერ არ ექნება ხმა ამოღებული.

საქართველოს რომ უჭირდა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, პაატა კვიჟინაძემ, რომელიც ადრე საჩხერის პრეფექტი იყო, ჯერ ზვიად გამსახურდიას უღალატა და შემდეგ რუსეთში გაიქცა, მილიონები იშოვა და დღემდე ფილტვებით არის მიერთებული ოკუპანტთან.

- თქვენ ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებიხართ, თუმცა, ცნობილია რომ ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი იქნებით…

- მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები. მთავარია რომ ვიბრძოლებ ყველგან, სადაც საქართველოა.

ამავე დროს, მე ჭიათურაში დავიბადე. ამ ულამაზეს და გამორჩეულ ქალაქში გავატარე ბავშვობა. დედა კი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხიდან იყო.

სკოლის არდადეგებზე თითქმის სულ საირხეში ვიყავი, რომელიც სოფელ ჭორვილას ესაზღვრება.

ამიტომ, ბევრი მეგობარი, ნათესავი, ახლობელი მყავს საირხეში, ჭორვილაში, მოძვში, ქორეთში, არგვეთში, მერჯევში...

ვიცი, გავრცელებული ლეგენდების მიუხედავად, როგორ უჭირს ხალხს საჩხერეში. ასევე, ჭიათურასა თუ გამორჩეულად ლამაზ ხარაგაულში...

- თქვენი აზრით, აქვს ოპოზიციას წარმატების შანსი?

- მოდით ვიკითხოთ: რა ხდება ახლა ამ მხარეში? ხარაგაულში, ყოფილი მერი პირდაპირ თანამშრომლებს სთხოვდა “ატკატებს”, წილებს ხელფასებიდან, შემდეგ კი, კორუფციული ფულით მასპინძლობდა გუბერნატორს. ამის შესახებ მერიის მოქმედი თანამშრომლები ღიად საუბრობენ. საჯარო განცხადებაც გავრცელდა.

ხალხი უკიდურეს სიღარიბეშია, ამ ოცნების ნამსხვრევების მიერ დალაგებული კორუფციული სქემები კი, კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის მოქალაქეების მდგომარეობას.

პირდაპირ ეკოლოგიური და სოციალური აფეთქების ზღვარზეა ჭიათურა. იმდენი მოახერხეს ამ მავნებლებმა რომ საბაგიროების ქალაქი საბაგიროების გარეშე დატოვეს. ჭიათურაში ახლა არც ერთი საბაგირო არ მუშაობს. ფული შეჭამეს...

კორუფციისა და კლანურობის ბუდეა ჯორჯიან მანგაზეზი. ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ სამოქალაქო გმირები არიან, რადგან საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად არჩენენ ოჯახებს, გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა - დაბალ ხელფასზე.

მთავარი კორუფციული სქემა ჭიათურაში ასეთია: ჯორჯიან მანგაზენი მოიპოვებს მანგანუმს და შემდეგ პროდუქციას ოფშორში რეგისტრირებულ თავისივე კომპანიაზე ყიდის - იაფად.

ამ კომპანიას კი უკვე მსოფლიო ბაზარზე გააქვს მანგანუმი - ბევრად ძვირად.

რატომ ხდება ეს კომბინაცია? იმიტომ რომ ჯორჯიან მანგანეზში თქვან, არ გვაქვს რესურსი მაღაროელებს ხელფასი რომ მოვუმატოთ, საბაგიროების რეაბილიტაცია დავიწყოთ, არსებული სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები გადავჭრათო.

ჯორჯიან მანგანეზსს კი ივანიშვილის ოჯახი აკონტროლებს 2017 წლიდან ანუ მას შემდეგ რაც სახელმწიფოს გამოყენებით ინვესტორი მენეჯმენტიდან გააგდეს და ოლიგარქის კლანის წარმომადგენელი დანიშნეს დროებით მმართველად - ჩიქოვანის სახით.

მარტივად რომ ვთქვათ: მალავენ გადასახადებს, მოგებას და არ უმატებენ მაღაროელებს ხელფასს, მიუხედავად იმისა რომ ამის რესურსიც გააჩნიათ და სხვათაშორის - მორალური ვალდებულებაც.

თუმცა, ჩიქოვანი ზრუნავს არა მაღაროელებზე, არამედ, ივანიშვილის ოჯახის გამდიდრებაზე.

რაც შეეხება საჩხერეს, ტყუილად ჰგონია ვინმეს რომ ამ მაგარ ხალხს ივანიშვილის ვალი აქვს. არანაირი ვალდებულება საჩხერელებს ივანიშვილის წინაშე არ აქვთ.

რაც ივანიშვილმა მათ გაუკეთა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სულ ერთი ათასად ამოიღო.

ხომ დავინახეთ რომ ივანიშვილის ე.წ. ქველმოქმედება ერთგვარი ინვესტიცია იყო, რომელიც სხვადასხვა სახის კორუფციული სქემებით დაიბრუნა?

ამიტომ, საჩხერეში, ისევე როგორც ჭიათურასა და ხარაგაულში ხალხს უჭირს. გადახვეწილები არიან სხვადასხვა ქალაქებში. დაცლილია სოფლები - სიღარიბისა და უმუშევრობის გამო.

შესაბამისად, ცხადია, აქვს ხალხს გამარჯვების შანსი, რადგან ივანიშვილისა და ქართული ოცნების დამარცხება სიღარიბის, კლანურობის, კორუფციის, შერჩევითი სამართლის, სიბნელის დამარცხებას ნიშნავს.

- გამოდის რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა...

- მე ამას დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს ყოფნა-არყოფნის არჩევნებს დავარქმევდი...

იმ პოლიტიკური პარტიის დამარცხება, რომელმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარა, ხალხი გააღარიბა, კორუფცია დაამკვიდრა, ოკუპანტებს ფარულად დაუთმო ტერიტორიები, მილიონამდე ქართველი იძულებული გახადა ქვეყნიდან წასულიყო, სახელმწიფო ინსტიტუტები მოშალა, წელს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ქართული დროშებიც კი არ აღმართა, ჩვენი ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება იქნება.

ამიტომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით, უპირველეს ყოვლისა ხალხი გაიმარჯვებს როგორც საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში, ისე მთელ საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42