ჩიქოვანი ხელისუფლებიდან ირაკლი ალასანიასთან ერთად წავიდა, თუმცა ივანიშვილის გუნდს მალევე შეურთდა, თუმცა მედიაარქივი ინახავს ჩიქოვანის სკანდალურ განცხადებას, როცა ის "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და სუსს არჩევნების გაყალბებაში ღიად ადანაშაულებდა.
ვიდეოში, რომელიც 2016 წლით თარიღდება ჩიქოვანი ამბობს: „ოცნებას რეგიონებში ზარზეიმით და ტაშით არავინ ხვდება რეგიონებში იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია. პრობლემები დაკავშირებულია გადაწყვეტილებებთან, დაკავშირებულია კადრებთან და დაკავშირებულია იმ ფორმასთან თუ როგორ წარმოუდგენია ურთიერთობა ქართულ ოცნებას საკუთარ საზოგადოებასთან“.
კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც ასევე 2016 წლით თარიღდება, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე - ემზადება თუ არა "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის, მმართველი პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის ამჟამინდელი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს: „ინგა, ნუ გაგიკვირდებათ, რომ "ქართული ოცნება" დღეს ემზადებოდეს არჩევნების გასაყალბებლად ზუგდიდში, მაგრამ ჩვენ არ გავაყალბებინებთ მას“ - აცხადებდა წლების წინ მმართველ პარტიასთან დაპირისპირებული ჩიქოვანი.
მასალის გამოყენების პირობები






